მსახიობი და ტელეწამყვანი სანდრო კაკულია, რომელსაც ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში გადაცემა „თვითიზოლაცია“ მიჰყავს, სოციალურ ქსელში თმის ფერის შეცვლის გამო გააკრიტიკეს.
„მაგას პერეკისი ვინ გადაასხა თავზე?“, „სანდრო რატო დაიმახინჯე თავი“, „ეს თმები რა საშინელ ფერზე აქვს სანდროს, რა დოზანაა ეს?“, „როგორ მომწონდა ეს სანდრო... აგი რა უქნია თმაზე“ – წერენ გადაცემის „ფეისბუქ“-გვერდზე.
სანდრომ მუქი ყავისფერი თმა ქერად გადაიღება, რაც, მსოფლიო მოდის ტენდენციის მიუხედავად, საქართველოში ჯერჯერობით წარმოადგენს გამონაკლისს, რაც „ქართველი კაცისთვის შეუფერერებელი საქციელია“.
სანდრო კაკულია მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ნინას ერთ-ერთი მეგობრის ნატაშკას შეყვარებულს სანდრექსას თამაშობდა.