„ლელომ“ აჭარაში დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

© courtesy of Lelo For Georgia„ლელოს“ მიტინგი
„ლელოს“ მიტინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ნომერი აჭარის ყოფილი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძეა

თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთი წლის წინ ცნობილმა ქართველმა ბანკირებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ჩამოაყალიბეს. ამჟამად იგი სამ ძალას აერთიანებს: „ლელოს“ და პარტიებს „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (დავით უსუფაშვილი) და „ახალ მემარჯვენეებს“ (ფიქრია ჩიხრაძე).

ლელო - Sputnik საქართველო
ვინ არიან „ლელოს“ მაჟორიტარები და შექმნის თუ არა „ქართული ოცნება" კოალიციას ხაზარაძესთან?

პარტიული სია და სამი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიული სიის პირველ ნომრად აჭარის ყოფილი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძეა წარმოდგენილი. პარტიაში აცხადებენ, რომ სიაში შეყვანილი 15 კანდიდატის ნუმერაცია ჯერ არ არის განსაზღვრული და შეიძლება შეიცვალოს.

ბათუმის ოლქში კენჭს იყრის ირაკლი კუპრაძე, ქობულეთში - პაატა ცივაძე, ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში - ჯამბულ ხოზრევანიძე.

ამჟამად „ლელო საქართველოსთვის“ - ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული პარტიაა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ შემდეგ. მისმა შემოსავალმა ექვს თვეში მილიონ ლარს გადააჭარბა და ზრდას განაგრძობს. პარტიის მხარდამჭერთა შორის არიან ბიზნესმენები და პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ძველი მეგობრები.

ყველა ახალი ამბავი
0