კორონავირუსი კიდევ ერთ მედიკოსს დაუდგინდა

გამოწერა
თბილისის კლინიკა „ევექსის“ ინფიცირებული თანამშრომლის ყველა კონტაქტი დადგენილია, ხოლო თავად ის კარანტინშია გადაყვანილი.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე „ევექსის“ კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости Грузия „ევექსის“ რეგიონულ კოორდინატორ ტატო თოდუას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კორონავირუსი საქართველოში: ცნობილია თუ არა ინფიცირების წყაროები>>

ყველა, ვისაც ინფიცირებულ თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, და ასეთი 17 ადამიანი აღმოჩნდა, იდენტიფიცირებულია და საკარანტინო სივრცეებშია გადაყვანილი. მათ ვირუსი არ გამოვლენიათ, თუმცა კარნტინში ორ კვირას გაატარებენ.

ტესტი კორონავირუსზწ - Sputnik საქართველო
ლენჯერის კლასტერი, კაფე „ჰავანა“, მძღოლები - COVID-19-ის ახალი შემთხვევების წყაროები

„კლინიკა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სადეზინფექციო სამუშაოები დაუყოვნებლივ ჩავატარეთ“, – განაცხადა თოდუმ.

კლინიკის ინფიცირებული თანამშრომელი 50 წლის ქალია. მას ვირუსი 15 აგვისტოს დაუდგინეს.

თოდუას განცხადებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისათვის კორონავირუსის სიმპტომები ნათლად გამოხატული არა აქვს. პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიური კვლევა. „ევექსის“ ინფიცირებული თანამშრომელი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 1341 შეადგინა.

კორონავირუსი მსოფლიოში – 17 აგვისტოს მონაცემები>>

გამოჯანმრთელდა 1092 ადამიანი, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0