თურნავა: საქართველოს მოქალაქეებმა შიდა ტურიზმს კარგი დახმარება გაუწიეს

© photo: Sputnik / Nika Latariaბლოკპოსტი ლენჯერში
ბლოკპოსტი ლენჯერში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლება საკმაოდ სწრაფად რეაგირებს ინფიცირების შემთხვეებზე ტურისტულ ადგილებში, ამიტომაც ზარალი მინიმუმამდეა დაყვანილი, განაცხადა მინისტრმა

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ქართველმა მოგზაურებმა კარგი დახმარება აღმოუჩინეს შიდა ტურიზმს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ტურიზმის სფერომ ნაკლები ზარალი ნახოს.

მიკროფონი - Sputnik საქართველო
ნონა ეფაძე – ქობულეთში „ჰავანას“ კლასტერი შესაძლოა გაიზარდოს

„ეს, რა თქმა უნდა არ არის ის, რაც იქნებოდა, რომ არა პანდემია, მაგრამ ეს არის საკმაოდ კარგი დახმარება შიდა ტურიზმის. ჩვენ ძალიან სწრაფად ვრეაგირებთ ყველა გამოწვევაზე. აქედან გამომდინარე, ზარალი თითოეულ შემთხვევაზე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“, – განუცხადა ჟურნალისტებს თურნავამ.

გამოწვევებზე საუბრისას მინისტრი გულისხმობდა სიტუაციას მესტიის მუნიციპალიტეტში, რომელიც იზოლაციაშია, ხოლო ადგილობრივები და ჩასული სტუმრები კარანტინში აღმოჩნდნენ. რეგიონში კორონავირუსისთ ინფიცირების 50-მდე შემთხვევა გამოვლინდა.

СOVID-19-მა შავი ზღვის სანაპირომდეც მიაღწია - ქობულეთში ინფექცია აღმოაჩნდა კაფე-ბარ „ჰავანას“ თანამშრომლებს. ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ დაწესებულებამ სტუმრების მიღება განაახლა.

 

ყველა ახალი ამბავი
0