ყოფილი ტელწამყვანი თიკო სადუნიშვილი „მარაოზე“ მისი გადაცემის დახურვის შემდეგ საჯაროდ აღარ ჩნდება, ის ამჟამად არც ერთ ტელეკომპანიაში აღარ მუშაობს და არც ინტერვიუებს აძლევს ჟურნალისტებს. ამის მიუხედავად, ინტერესი მის მიმართ საზოგადოებაში არ იკარგება. თიკო წლებია, მშვიდი ცხოვრებით, სკანდალების გარეშე ცხოვრობს და ბევრს მოგზაურობს. ცოტა ხნის წინ თიკომ საკმაოდ თამამი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თითქმის სულ შიშველია. სოციალური ქსელის მომხმარებლები ნამუშევარმა აღფრთოვანა.
View this post on Instagram#mybody #mysexuality #mymorals #mylife #mychoice #notyours #🏳️🌈 📸 @lekolevani
ეკრანიდან გაუჩინარების შემდეგ სადუნიშვილი ყოფილ შეყვარებულსაც დაშორდა. არქიტექტორმა რატი რატიანმა თამთა შედანიაზე იქორწინა. შემდეგ იყო გაურკვეველი რომანი მუსიკოს ერეკლე დეისაძესთან. წყვილი სავარაუდოდ ხუმრობდა თავის ურთიერთობაზე. ერთი პერიოდი თიკო დეისაძეც კი გახდა და ამბობდნენ, რომ იქორწინეს, თუმცა სიმართლე არ აღმოჩნდა.
View this post on Instagram
თიკო კი, როგორც ფოტოებიდან ირკვევა, მარტო არ არის. ყოფილი ტელეწამყვანი რამდენიმე თვის წინ შრი-ლანკაზე, სავარაუდოდ, ახალ რჩეულთან ერთად ისვენებდა, თუმცა თავისი სიყვარულის ამბავს ის საიდუმლოდ ტოვებს. წარსულში კი ის პირად ურთიერთობებს არ მალავდა და ამის შესახებ ხმამაღლაც საუბრობდა.