Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვინ არის ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი სიყვარული? ჟურნალისტმა საიდუმლო გაამხილა - ფოტო

© Courtesy by Nanuka Zhorzholianiნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში აქტიურმა ჟურნალისტმა მორიგი საიდუმლო გაამხილა. Instagram-ზე მისი პირველი სიყვარულის სურათიც კი გამოაჩინა. ვინ არის ნანუკა ჟორჟოლიანის შეუცვლელი სიყვარული?

ნანუკა ჟორჟოლიანი დამაინტრიგებელი განცხადებების გაკეთებას არ წყვეტს. ბევრისათვის საყვარელი ტელეწამყვანი მაღალი რეიტინგით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ძველმა გადაცემამ სახე იცვალა და ახლა სულ სხვა, უფრო მძიმე და უფრო მეტად სოციალური თემების განხილვაზე გადავიდა, რეიტინგის შენარჩუნებას როგორც სატელევიზიო, ასევე ინტერნეტ სივრცეში შეუდარებლად ახერხებს. ნანუკა ახალ თოქ-შოუში ისეთ გმირებს იწვევს, რომლებიც ადამიანებს ერთი პრობლემის გარშემო აერთიანებენ. აღსანიშნავია, რომ გარდა გადაცემებისა, ტელეწამყვანი სოციალური ქსელის „ლაივ-ტრანსლაციებს“ იყენებს და ცხოვრებისეულ გამოწვევებზე საჯაროდ საუბრობს.

View this post on Instagram

A post shared by Nanuka Zhorzholiani (@nanukashow) on

ყველა დედას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს შვილების მიმართ, შვილებისთვის კი დედები არიან ყველაზე სათუთი და ფაქიზები. ნანუკამ პირველი ქალიშვილი ადრეულ ასაკში გააჩინა. სტუდენტობის პერიოდში ლექციებს მარიამ გეგუჩაძესთან ერთად ესწრებოდა. სწორედ ის არის პოპულარული ჟურნალისტის პირველი სიყვარული და მისი ადგილი უცვლელია.

ნანუკას პირველი ქალიშვილი და მეორე ვაჟი საბა კოდუა უახლოესი მეგობრები არიან. მათ ასეთ და-ძმურ დამოკიდებულებაზე ნანუკამ წლების წინ იზრუნა. დედა და შვილები ყოველთვის ერთად მოგზაურობენ. მონატრებული შვილი ნანუკამ ბავშვობის სურათებით გაიხსენა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მარიამი დედას ძალიან ჰგავს. ის საფრანგეთში სწავლობს და დედა მასთან ხშირად არდადეგებზე ჩადის.

18 წლის ასაკ­ში, როცა ნა­ნუ­კა პირ­ველ შვილ­ზე - მა­რი­ა­მზე იყო ორ­სუ­ლად, იგი მე­უღ­ლეს და­შორ­და. ტე­ლე­წამ­ყვა­ნის პირ­ვე­ლი ქმა­რი ნი­კო­ლოზ გე­გუ­ჩა­ძეა. მა­რი­ამს მა­მას­თან და მის ახალ ოჯახ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. მა­მის მხრი­დან მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძეს ორი უმ­ცრო­სი ძმა ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0