თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გარდაიცვალა თავისი უმცროსი ძმა, 72 წლის რობერტი.
„დამძიმებული გულით მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი ძმა რობერტი დღეს საღამოს გარდაიცვალა. ის ჩემი არა მარტო ძმა, არამედ საუკეთესო მეგობარიც იყო... მისი ხსოვნა ჩემ გულში სამარადისოა. რობერტ, მიყვარხარ. მშვიდად განისვენე“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.
Mr. President I’m so sorry for the loss of your beloved brother Robert Trump
— Terrence K. Williams (@w_terrence) August 16, 2020
I’m asking everyone in America to keep our leader and his family in your prayers.
#RIPRobertTrump pic.twitter.com/cz5cBHyrJz
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ–ის პრეზიდენტის უმცროსი ძმა ნიუ–იორის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს. უფროსმა ძმამ დონალდი პარასკევს მოინახულა.