THE MACHINE წინ მიიწევს: ქართველმა მებრძოლმა UFC-ს ტურნირზე ამერიკელს მოუგო

© photo: Merab Dvalishvili / FBმერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრძოლისას მერაბს ახლო ჩხუბში დიდი უპირატესობა ჰქონდა და დიდი რაოდენობით დარტყმები სწორედ ამ ტაქტიკით დააგროვა

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, მეტსახელად „მანქანა“ (THE MACHINE) UFC-ს ტურნირზე ლას-ვეგასში გამარჯვება მოიპოვა.

UFC-ს ყველაზე დაბალი წონის დივიზიონში ამერიკელ ჯონ დოდსონთან გამართულ ბრძოლაში მსაჯებმა გამარჯვება ერთხმად დვალიშვილს არგუნეს.

View this post on Instagram

*LOUD NOISES* #UFC252

A post shared by ufc (@ufc) on

29 წლის ქართველი სპორტსმენის ძირითადი ტაქტიკა იყო დარტყმების წყვილი - მიახლოება და კლინჩი ბადესთან, შემდეგ კი პარტერში გადასვლის მცდელობები. პარტერში გადასვლისას ყოველ ჯერზე დოდსონი სწრაფად წამოდგებოდა და დისტანციას ზრდიდა, რაც არ აწყობდა დვალიშვილს.

მესამე რაუნდში ამერიკელმა შესამჩნევად შეანელა ტემპი, დვალიშვილმა კი პირიქით გაზარდა და საბოლოოდ სასურველ გამარჯვებას მიაღწია.

ქართველი მებრძოლისთვის ეს გამარჯვება UFC-ში ზედიზედ მეხუთეა. ბრძოლამდე დვალიშვილი თავის წონით კატეგორიაში მე-15 პოზიციას იკავებდა, მისი მეტოქე - მე-12-ზე იყო. დიდი ალბათობით სავარაუდოა, რომ UFC-ს განახლებულ რეიტინგში „მანქანა“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თავის პოზიციებს.

ყველა ახალი ამბავი
0