მუსიკოს ბერა ივანიშვილის და მოდის ბლოგერ ნანუკა გუდავაძის ერთობლივი სახალისო ვიდეო TikTok-ზე გამოქვეყნდა, სადაც მათი ურთიერთობა ქორწინებამდე და მის შემდეგ რამდენიმე წამშია ასახული. ვიდეო, რა თქმა უნდა, იუმორისტულადაა გადაღებული, სადაც ჩანს, რომ ქორწინების შემდეგ ბერა მეუღლეს თითქოს ყურადღებას აღარ აქცევს და ნანუკამაც მოიწყინა. ეს რეალობა ძნელად შეესაბამება ალბათ სიმართლეს, რადგან სხვა ვიდეოებში წყვილი ძალიან ბედნიერი ჩანს. ისინი იმპროვიზაციას მუდმივად მიმართავენ და თითქმის ყოველდღე ახალ-ახალი ვიდეოები ჩნდება მათ TikTok-ზე.
მათ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოში ბერა მამასთან ერთადაც კი ცეკვავს. შემდეგ ბერამ დედა და ძმაც გამოაჩინა. კორონავირუსის პანდემიისას სოციალური პლატფორმა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ გადაწყვიტეს არ ჩამორჩნენ მოდას და სახალისო ვიდეოებით გაანებივრონ მაყურებელი. ამასთან, წყვილი „ფეისბუქის“ მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად გამოყენებას გეგმავს.
ვიდეოებში მათი ვაჟი - ბერუკაც ხშირად მონაწილეობს, რომელიც ცნობილ წყვილს 2019 წლის ნოემბერში შეეძინა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოცქსელებში. ისინი ორი წლის წინ დაქორწინდნენ და ერთ-ერთ პოპულარულ წყვილად ითვლებიან საქართველოში. ცოტა ხნის წინ ბერამ ახალი ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ოჯახი გადაღებებს დიდ დროს უთმობს.