თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. მოთხოვნა ახალი რუსული ვაქცინის შეძენაზე საზღვარგარეთიდან ძალიან ბევრია, განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ.
„ჯერ არაფერს ვყიდით... პირველ რიგში, ვაქცინის რაოდენობა ახლა, პირველ რიგში, შიდა ბაზრისთვის უნდა გავზარდოთ“, – განაცხადა მინისტრმა, იუწყება РИА Новости.
მურაშკოს თქმით, პრეპარატი ჯერ უნდა მიაწოდონ მათ, ვინც კორონავირუსით ინფიცირებულებთან მუშაობს და ასევე რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს.
„პირველ ვაქცინას ამ თვეში მიიღებენ. ვგეგმავთ ყველა რეგიონში გაგზავნას, რათა ადამიანებმა ნახონ. წარმოება უკვე დაიწყო“, – აღნიშნა მინისტრმა.
უფრო ადრე მურაშკომ დააანონსა პრეპარატების კლინიკურამდე და კლინიკური კვლევების შესახებ მონაცემების პუბლიკაცია. მან აღნიშნა, რომ საზღვარგარეთიდან კრიტიკა ძირითადად „არასრულ მონაცემებს“ უკავშირდება და დასძინა, რომ ყველამ არ იცის, რომ „ვაქცინა გამოშვებულია პლატფორმაზე, რომელმაც უკვე შექმნა ექვსი პროდუქტი“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა პირველმა დაარეგისტრირა COVID-19-ის პროფილაქტიკის პრეპარატი. ვაქცინას „სპუტნიკ V“ ეწოდა.