უცხოელ სტუდენტებს რუსეთში მუშაობა გაუმარტივდათ – ახალი კანონის დეტალები

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშისტუდენტები ლექციაზე
სტუდენტები ლექციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„როსსოტრუდნიჩესტვოში“ საუბრობენ ახალ ონლაინ-სერვისზე, რომელიც დსთ-ის ქვეყნებიდან სტუდენტების არალეგალურ დასაქმებასთან ბრძოლას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ამიერიდან რუსეთში უცხოელი სტუდენტები მუშაობის დაწყებას შეძლებენ სპეციალობით ყოველგვარი ზედმეტი დოკუმენტების გაფორმების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ არც ნებართვები, არც პატენტები. „რუსეთში უცხოელ მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების წყალობით უცხოელი სტუდენტისთვის საკმარისი იქნება გასაუბრებაზე მისვლა და უნივერსიტეტიდან ცნობის წარდგენა.

აღნიშნული სიახლეები ძალაში 5 აგვისტოდან შევიდა. ზუსტად ერთ კვირაში სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოში“ განაცხადეს, რა დამატებითი პროექტები მოჰყვა განახლებულ კანონს. Sputnik-მა გაარკვია, როგორ დაეხმარება უწყება სტუდენტებს სპეციალობით სამსახურის მოძიებაში.

„როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიმაკოვი - Sputnik საქართველო
პრიმაკოვი: „როსსოტრუდნიჩესტვო“ საქართველოსთან ნეიტრალურ საფუძველზე ითანამშრომლებს

პრაქტიკა სწავლის პარალელურად

რა დადებითი შედეგები მოჰყვება შესწორებებს? უცხოელ სტუდენტს, რომელიც რუსეთში სწავლობს, კარიერაზე ზრუნვა პირველივე კურსიდან შეუძლია. „უცხოელი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა რუსეთის შრომის ბაზარი“, – განუმარტა Sputnik-ს უწყების ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა.

მისი აზრით, სპეციალობით მუშაობის შესაძლებლობა სტუდენტს აშორებს შემთხვევითი სამუშაოსგან, რომელიც არ უკავშირდება მომავალ პროფესიულ საქმიანობას. თუ სპეციალობით მუშაობა ახალგაზრდობას პრაქტიკულ გამოცდილებას აძლევს და სამეცნიერო კვლევებისთვის ბაზას უქმნის, მომსახურების სფერო, რომელშიც სტუდენტები ყველაზე ხშირად არიან დასაქმებული, პირიქით, ხარისხიანი განათლების მიღებას ხელს უშლის.

„ჩნდება კითხვა: რისთვისაა მთელი ეს ისტორია? სტუდენტი ჩამოვიდა სასწავლებლად, ნახევარ წელიწადში კი ჯიბის ფულის საშოვნელად ტაქსისტად მიდის“, – ამბობს პრიმაკოვი და აღნიშნავს: ასეთ პირობებში მეცადინეობისთვის აღარავის სცალია.

რისკები მაინც არსებობს

სწავლის პერიოდში მუშაობა – ნორმალური პრაქტიკაა სტუდენტისთვის, განსაკუთრებით, თუ ის მომავალი პროფესიის უკეთ გაცნობაში ეხმარება. პრაქტიკული ჩვევები ახალგაზრდას ხელს უწყობს პრობლემების დაძლევაში დასაქმებისას უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რადგან ბევრი კომპანია ეძებს სპეციალისტებს თუნდაც მცირეოდენი გამოცდილებით. თუმცა ახალი ცვლილებები გარკვეულ რისკსაც შეიცავს – ესაა არალეგალური დასაქმება, ფიქრობს ევრაზიის ანალიტიკური კლუბის ხელმძღვანელი ნიკიტა მენდკოვიჩი.

„სტუდენტების სამსახურში მიღებისას მნიშვნელოვანია სამუშაოს ლეგალურად გაფორმება, შრომისა და ტექნიკის უსაფრთხოების შესახებ კანონების დაცვა, ასევე სოციალური გადარიცხვების წარმოება. ამ ყველაფრის უზრუნველყოფა შესაძლებელია ბიზნესისა და ფაკულტეტების თანამშრომლობის გზით სამსახურის ძიებისა და დასაქმების ცენტრალიზებული პროცესების ორგანიზებით“, – ამბობს მენდკოვიჩი.

როგორც „როსსოტრუდნიჩესტვოში“ აღნიშნავენ, სააგენტო უკვე იხილავს მსხვილ უნივერსიტეტებთან სამსახურის მოძიებაში სტუდენტების დახმარების ვარიანტებს.

ქაღალდები საჭირო აღარ არის

პრიმაკოვის პოზიციას ეთანხმება ბეხბუდი რაფიკოვი, ქირურგი-ორდინატორი უზბეკეთიდან. სამშობლოში, სამარყანდში ბეხბუდი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სტუდენტად ითვლებოდა – იყო სტუდენტური სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელი, მისი კვლევებით დაინტერესდნენ საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალები. ორდინატურაში სწავლა ბეხბუდმა საზღვარგარეთ გადაწყვიტა და არჩევანი რუსეთის ექსტრემალური და რადიაციული მედიცინის ცენტრზე შეაჩერა.

© photo : photo: courtesy of Behbudi Rafikovბეხბუდი რაფიკოვი
უცხოელ სტუდენტებს რუსეთში მუშაობა გაუმარტივდათ – ახალი კანონის დეტალები - Sputnik საქართველო
ბეხბუდი რაფიკოვი

„რუსული განათლების უპირატესობები ნათელია: ესაა მაღალი ხარისხი მისაღებ ფასად და, ზოგადად, მისი ისტორია, – ასაბუთებს არჩევანს ახალგაზრდა სპეციალისტი. – მაგრამ მე მუშაობაც მინდოდა. პანდემიის დროს ჩვენს ცენტრს საქმე მოემატა. ჯანდაცვის სამინისტრომ ორდინატორებს სტაჟიორების სახით უფროსი ქირურგების ხელმძღვანელობით მუშაობის უფლება მისცა და ჩვენ კოლოსალური გამოცდილება მივიღეთ. ექიმისთვის პრაქტიკა ფასდაუდებელია“.

ასე დაიწყო ფიქრი სამსახურზე ბეხბუდი რაფიკოვმა, მაგრამ მას მხოლოდ ერთი დეტალი აფერხებდა – დოკუმენტების მთელი დასტის შეგროვების აუცილებლობა. „მივხვდი, რომ სწავლისთვის დრო აღარ დამრჩებოდა, თუ ამ ქაღალდების გაფორმებას დავიწყებდი, – ამბობს იგი. – ახლა კი, როდესაც ახალი კანონის შესახებ შევიტყვე, გახარებული ვარ. მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. დარწმუნებული ვარ, ასე მხოლოდ მე არ ვფიქრობ, რადგან რუსეთს უცხოელი სტუდენტების მოზღვავება ელის“.

ყველას დაეხმარება სუპერსერვისი

უცხოელი სტუდენტების დასახმარებლად სამუშაოს მოძიებაში „როსსოტრუდნიჩესტვო“ კიდევ ერთ საგანმანათლებლო სუპერსერვისს აამოქმედებს სახელმწიფო სერვისების პორტალზე. ამის შესახებ Sputnik-ს უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ პაველ შევცოვმა განუცხადა.

სააგენტოს დიდი ცვლილებები ელის - „როსსოტრუდნიჩესტვო“ უფრო ეფექტური გახდება>>

განათლების სფეროს ერთ-ერთი სერვისი, სახელწოდებით „უმაღლესში მოწყობა ქსელის მეშვეობით“, 2020 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. ამ მომსახურების წყალობით აბიტურიენტს შეუძლია დოკუმენტების შეტანა რუსეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში სახლიდან გაუსვლელად. ახალი სუპერსერვისი კი გათვლილი იქნება უცხოელ სტუდენტებზე, რომლებიც უკვე სწავლობენ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში.

„სრულად მისი ამუშავება მომდევნო წლის ბოლომდე იგეგმება. სერვისის წყალობით ჩვენ დავინახავთ ყველა სტუდენტს – არა მხოლოდ იმათ, ვინც რუსეთში კვოტით სწავლობს, არამედ იმათაც, ვინც კონტრაქტით მოხვდა, – ამბობს შევცოვი. – სერვისი ასახავს ასევე სწავლის ადგილსა და სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას“.

სტუდენტები ლექციაზე - Sputnik საქართველო
უცხოელი სტუდენტები საერთო საცხოვრებლებში უნდა დარჩნენ: ფედერალური სააგენტოს განცხადება

მნიშვნელოვანია, სტუდენტებს ესმოდეთ, რომ არავინ აპირებს მათ თვალთვალს სერვისის მეშვეობით, აზუსტებს შევცოვი. ინფორმაცია აკადემიური მოსწრების შესახებ გამოადგება შრომის სამინისტროსა და კომპანიებს სამსახურისთვის ნიჭიერი სტუდენტების შერჩევისას. გარდა ამისა, სერვისის მონაცემები „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელს შეუწყობს იმის გაანალიზებაში, რომელი ქალაქები და უნივერსიტეტებია უფრო პოპულარული უცხოელთა შორის.

„ჩვენ ჩავტვირთავთ სერვისში ინფორმაციას რეგიონების შესახებ, რადგან, ჩვეულებრივ, აბიტურიენტებს ბევრი რამ აქვთ გაგებული მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტებზე, მაგრამ თითქმის არაფერი – პატარა ქალაქებზე, სადაც ასევე ხარისხიანი განათლების მიღებაა შესაძლებელი. ამიტომ ეს ხარვეზი უნდა გამოსწორდეს“, – აღნიშნა შევცოვმა.

სტიპენდიების პროგრამა

არ არის აუცილებელი, ყველა სტუდენტმა იმუშაოს. ვიღაც მეტისმეტადაა ჩაფლული მეცნიერებაში და ამ შემთხვევაში სტუდენტებს მუშაობის ბანალური აუცილებლობა უჩნდებათ, რათა თავი ირჩინონ. გამოცდილების მიღებასთან ასეთ შემოსავალს არაფერი საერთო არ აქვს, ფიქრობს შევცოვი.

„ჩვენ უკვე ვმსჯელობთ იმაზე, რომ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ სჭირდება არა მხოლოდ კვოტები, არამედ ფორმატი, როდესაც აბიტურიენტს განათლების მისაღებად შეუძლია სტიპენდიის მოგება, რომელიც ანაზღაურებს მგზავრობის საფასურსაც და მინიმალურ საცხოვრებელ ხარჯსაც“, – ამბობს იგი.

რუსეთის ბევრ უნივერსიტეტში ახლა მოქმედებს გამოსაშვები კურსების სტუდენტების დასაქმების დეპარტამენტები. მომავალი დიპლომატი, სომეხი სტუდენტი ედიტა სტეპანიანი დახმარების წყალობით ჯერ მოეწყო პრაქტიკანტად სახელმწიფო დუმის ენერგეტიკის კომიტეტში, შემდეგ კი მას ასისტენტის თანამდებობა შესთავაზეს.

© photo : photo: courtesy of Edita Stepanyanედიტა სტეპანიანი
უცხოელ სტუდენტებს რუსეთში მუშაობა გაუმარტივდათ – ახალი კანონის დეტალები - Sputnik საქართველო
ედიტა სტეპანიანი

„რასაკვირველია, სამსახურისა და სწავლის შეთავსებაში გარემოებები მეხმარება, – ამბობს ედიტა. – მარტში ყველა ორგანიზაცია დაიხურა პანდემიის გამო. შედეგად – ჩვენ ამ დრომდე ვსწავლობთ და ვმუშაობთ დისტანციურად. მაგრამ ამგვარი პირობების გარეშეც ვასწრებდი ყველაფერს, რადგან ამ დაწესებულებაში მუშაობა ჩემი ოცნება იყო. ასე რომ, საკანონმდებლო ცვლილებები უცხოელ სტუდენტებს სწავლის მეტ მოტივაციას აძლევს“.

ყველა ახალი ამბავი
0