შეკვეთილის საზაფხულო თეატრალურ სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავის საღამო გაიმართა

© photo: courtesy of Griboedov Theatreგრიბოედოვის თეატრის საღამო
გრიბოედოვის თეატრის საღამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიბოედოვის თეატრის მსახიობებმა ამაღელვებელი სპექტაკლი ომში დაღუპულთა ხსოვნას და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებას მიუძღვნეს.

თბილისი, 13 აგვისტო – Sput6nik. საღამო, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავს მიეძღვნა, ზაფხულის თეატრალურ სკოლა „შეკვეთილი-2020“-ში ჩატარდა. თეატრალური სკოლა შავი ზღვის სანაპიროზე ამავე სახელწოდების საკურორტო სოფელში 5-15 აგვისტოს პერიოდში იმართება.

© photo: courtesy of Griboedov Theatreგრიბოედოვის თეატრის საღამო, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავს მიეძღვნა
შეკვეთილის საზაფხულო თეატრალურ სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავის საღამო გაიმართა - Sputnik საქართველო
გრიბოედოვის თეატრის საღამო, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავს მიეძღვნა

პროექტს ახორციელებს საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი" ფონდ „რუსკი მირისა" „როსსოტრუდნიჩესტვოს" ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის საინფორმაციო პარტნიორია ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“.       

სკოლის მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცის რუსული თეატრების ახალგაზრდა მსახიობებს პროფესიულ ზრდაში დაეხმაროს, ასევე განავითაროს და გააძლიეროს შემოქმედებითი კავშირები. წელს პროექტში მონაწილეობენ მსახიობები გრიბოედოვის თეატრიდან, დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან და ასევე ნორჩი მსახიობის თეატრ–სტუდიიდან „ოქროს ზღურბლი".

© photo: courtesy of Griboedov Theatreგრიბოედოვის თეატრის საღამო, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავს მიეძღვნა
შეკვეთილის საზაფხულო თეატრალურ სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავის საღამო გაიმართა - Sputnik საქართველო
გრიბოედოვის თეატრის საღამო, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავს მიეძღვნა

ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენის „ხსოვნის სანთელი“ რეჟისორი გახდა გრიბოედოვის თეატრის მსახიობი ირინა მეღვინეთუხუცესი.

სცენაზე გამოვიდნენ ანა ნიკოლავა, მერაბ ქუსიკაშვილი, სოფიო ლომჯარია, ლიზა კიკაჩეიშვილი და სხვები.

საზაფხულო სკოლა - Sputnik საქართველო
შეკვეთილში საზაფხულო თეატრალური სკოლა გაიხსნა

საზაფხულო თეატრალური სკოლის პროგრამა „შეკვეთილი-2020“ მოიცავს უამრავ საინტერესო დისციპლინასა და ღონისძიებას. მათ შორისაა სასცენო მეტყველებისა და სასცენო მოძრაობის, ცეკვისა და ვოკალის გაკვეთილები, ასევე საინტერესო ლექციები თეატრის ოსტატებისგან. პროექტის ფარგლებში ახალგარზდებმა უკვე წარმოადგინეს საღამოები, რომლებიც პოეტებს ბორის პასტერნაკს, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ნიკო გომელაურს ეძღვნებოდა.

სკოლის მონაწილეებს საინტერესო საუბარი ჰქონდათ გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორ ავთანდილ ვარსიმაშვილთან და გრიბოედოვის თეატრის მთავარ რეჟისორთან, საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორთან გიორგი მარგველაშვილთან, მასტერ-კლასი კი მათ მსახიობმა არიადნა შენგელაიამ ჩაუტარა.

ყველა ახალი ამბავი
0