თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ამ ეტაპზე სწავლის 15 სექტემბერს დაწყებასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა, თუ მოსახლეობა კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისკენ მიმართულ რეკომენდაციებს არ დაიცავს, სწავლის დაწყება შეიძლება გადაიდოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.
ამირან გამყრელიძე: სექტემბერში სწავლის დაწყებას საშიშროება არ ემუქრება>>
ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის პირობებში სწავლის დროულად დაწყების საკითხი აქტიურად განიხილება.
ტიკარაძის განცხადებით, „ყველაფერი ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული“.
„დღეს არ ვატარებთ ნიღბებს, არ არის სოციალური დისტანცირება, ეს, რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებასთან, რომ შეიძლება სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების სრული მობილიზაციაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხო სკოლებში, „კოვიდისგან“ თავისუფალ გარემოში მიიღონ განათლება“, – განაცხადა მინისტრმა.
როდის დაიწყება ახალი სასწავლო წელი საქართველოში – რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი>>
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სწავლა 2 მარტს შეწყდა. სწავლის განახლების თარიღი სამჯერ გადაიტანეს. 24 აპრილს კი ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებები სწავლას სექტემბრამდე არ განაახლებდნენ.