გარდაბანში ქალს ერთდროულად ციმბირული წყლული და კორონავირუსი დაუდასტურდა

© Sputnik / Viktor Kaminskyსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჯერად სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი ქალბატონი იზოლირებულია და საავადმყოფოში მკურნალობას ერთბაშად ორ დაავადებაზე გადის

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრ, 43 წლის ქალს ერთდროულად ციმბირული წყლული და კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეარხი Imedi.

ტელეარხის მონაცემებით, ქალმა ნათესავის რჩევით ექიმს ხელზე ჭრილობის გამო მიმართა. ანალიზების შედეგებით მას ციმბირული წყლული დაუდგინდა.

„ის ჩვენთან შემოიყვანეს ეჭვით ციმბირულ წყლულზე, რადგან ნეკა თითზე ჰქონდა შავი გარსით დაფარული ჭრილობა. დილით მას კორონავირუსიც დაუდასტურდა და ციმბირული წყლულიც“, - განაცხადა რუსთავის კლინიკის დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ.

მისი თქმით, ამჯერად ქალი იზოლირებულია და საავადმყოფოში ერთბაშად ორ დაავადებაზე მკურნალობს.

ყველა ახალი ამბავი
0