ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა ლევან გელბახიანმა „ინსტაგრამზე“ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. წყვილი ერთმანეთს ვნებიანად კოცნის. თეკლა ტყეშელაშვილისა და ლევან გელბახიანის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მსახიობმა ლევან აკინის ფილმში გეის როლი შეასრულა. ფილმს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კინოთეატრებში მისი ჩვენება სასულიერო პირებმა გააპროტესტეს. თუმცა პრემიერა საქართველოში მაინც შედგა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ უამრავი საერთაშორისო პრიზი მოიპოვა.
მსახიობ ლევან გელბახიანს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, თებერვალში 2020 წლის ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. 21 წლის ქართველ მსახიობთან ერთად ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო კიდევ ცხრა მსახიობმა მიიღო.