კორონავირუსის ახალი შემთხვევები და მათი წყაროები

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კლინიკებიდან 44 პაციენტი გაეწერა. მათი უმრავლესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი ქართველი სამხედროა.

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან სამი „იმპორტირებულია“, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსი საქართველოში: გამოჯანმრთელდა 44 პაციენტი – ვინ დაამარცხა ვირუსი>>

 „აქედან ორი არის გაჩიანიდან, ცხრა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია და სამი იმპორტირებული. იმპორტირებული შემთხვევებიდან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ბლოკპოსტი მესტიისკენ მიმავალ გზაზე - Sputnik საქართველო
მესტიაში შეზღუდვები ამოქმედდა

მისი თქმით, ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა 44 პაციენტი და მათი უმრავლესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი ქართველი სამხედროა. ამ დროისთვის COVID–ცენტრებში 194 პაციენტი მკურნალობს.

„რვა არის კრიტიკული, ეს პაციენტები მკურნალობენ შესაბამისი ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. ასევე, 14 პაციენტია ინფექციის მძიმე მიმდინარეობით. დანარჩენ ინფიცირებულთა უმეტესობა, დაახლოებით 80 პროცენტი საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები არიან“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 1264-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1054 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7279, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 279 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0