თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან უმეტესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი ქართველი სამხედროა.
კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე–ღამეში>>
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 14-ით გაიზარდა და 1264-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1054 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6930, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 263 პაციენტია.
„გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა 44-ით. იყო 1010 და ახლა არის 1054. 44 გამოჯანმრთელებულიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა, დანარჩენი კი – ჩვენს ქვეყანაში დაინფიცირებული პირი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.