გუშინ საღამოს ადამიანები მიზანმიმართულად გავიდნენ დედაქალაქის ქუჩებში, რათა უკმაყოფილება გამოეთქვათ არჩევნების შედეგების მიმართ. ძალოვნები ამ დროისათვის მზად იყვნენ და დაიწყეს სპეცტექნიკის გამოყენება.
ყველაზე მასობრივი აქციები სავაჭრო ცენტრი „რიგას“ მახლობლად იმართებოდა. ავტომობილისტებმა დემონსტრაციის ადგილისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს სატრანსპორტო საშუალებებს, მომიტინგეებმა კი ბარიკადები აღმართეს. ისინი იყენებდნენ ლითონის ჯებირებს, ხის პალეტებს, სანაგვე ურნებსა და სასურსათო კალათებს.
დემონსტრანტები სკანდირებდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს, ტაშს უკრავდნენ და კვამლს აფრქვევდნენ. თავის მხრივ, სამართალდამცველებმა გამოიყენეს შუქბგერითი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, დააკავეს აქციის მონაწილეები.
საპროტესტო აქციის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რეანომობილებიც.