Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

უკრაინამ საქართველო „მწვანე ზონის“ ქვეყნების სიაში დააბრუნა

© photo: Sputnik / Alexey Furman / გადასვლა მედიაბანკშიკიევი
კიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადრე საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების სიაში შედიოდა, მაგრამ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნების სიას 7 დღეში ერთხელ აახლებს

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. კიევმა 10 აგვისტოდან საქართველო „მწვანე ზონაში“ დააბრუნა, რის წყალობითაც ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინაში დაუბრკოლებლად გამგზავრება შეუძლიათ.

1 აგვისტოდან უკრაინაში ამოქმედდა „მწვანე“ და „წითელი“ ზონების ქვეყნების ახალი კლასიფიკაცია, რომელიც საზღვარგარეთიდან ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციის ან ტესტის ჩაბარების აუცილებლობას განსაზღვრავს. თავდაპირველად საქართველო „წითელ ზონაში“ მოხვდა.

 AirFrance - Sputnik საქართველო
Air France–მა საქართველოში რეგულარული ფრენები განაახლა

„წითელ სიაში“ უკრაინას შეჰყავს სახელმწიფოები, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 ათას მოქალაქეზე ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა უკრაინის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება. ან კიდევ თუ ქვეყნებში ინფიცირებულთა რაოდენობის მატება ბოლო 14 დღეში 30%-ით აჭარბებს წინა 14 დღის ანალოგიურ მაჩვენებელს. მანამდე უკრაინა კლასიფიკაციისას ეფუძნებოდა ყოველ 100 ათას მოქალაქეზე აქტიურ ინფიცირებულთა რაოდენობას.

„მწვანე ზონის“ ქვეყნებში მოხვდნენ ასევე შვედეთი, პორტუგალია, ხორვატია, ბელარუსი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვენია, ეგვიპტე და იტალია.

როდის გაიხსნება საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარი? >>

„წითელი ზონის“ 127 ქვეყანას შორის არიან: აშშ, რუსეთი, კანადა, საფრანგეთი, პოლონეთი, დანია, ნორვეგია, ლიტვა, ბულგარეთი, აზერბაიჯანი.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო სიას 7 დღეში ერთხელ აახლებს. ბოლოს სია 31 ივლისს განახლდა. 

ყველა ახალი ამბავი
0