პოპულარული ღვინოები რუსეთში – ლიდერთა შორისაა ქართული ღვინო

გამოწერა
საქართველო ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთს სუფრის ღვინოებს აწვდიან. ამ სახეობის ქართულ ღვინოებზე ბაზრის 24% მოდის.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველო იმ ლიდერ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთში ღვინის მიწოდების მხრივ ყველაზე პოპულარულია, აღნიშნულია „როსკაჩესტვოს“ (Роскачество, რუსეთის ხარისხის მონიტორინგის სისტემა) კვლევის შედეგებში.

კერძოდ, საქართველო იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა რუსეთის მოქალაქეებისთვის ყველაზე პოპულარულ ღვინის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის. მან გაუსწრო საფრანგეთს, ჩილესა და გერმანიას.

ქართული ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის მორიგი გამარჯვება მსოფლიო არენაზე: ოქროსა და ვერცხლის მედლები პოლონეთში

საქართველო ლიდერია სუფრის ღვინოების მიმწოდებელ ქვეყნებს შორის – მასზე ამ სახეობის ღვინოების ბაზრის 24% მოდის.

რუსეთში შეტანილი ღვინის ღირებულების კუთხით ლიდერობს საფრანგეთი (4 დოლარზე მეტი 1 ლიტრ ღვინოში), მეორე ადგილზეა საქართველო (3,19). ყველაზე იაფად ღვინო რუსეთში მოლდოვას შეაქვს (1,7).

რაც შეეხება გეოგრაფიული ინდიკატორებით დაცულ ღვინოებს, ხუთეულში პირველ ადგილზეა ესპანეთი, მეორე და მესამე ადგილებზე – საქართველო („ქინძმარაულის“ მარკის ღვინოები), მეოთხეზე – იტალია და მეხუთეზე – კვლავ ესპანეთი.

„ქართული ღვინის მაღალი რეპუტაციისთვის": ღვინის ხარისხს ახალი პარამეტრებით შეამოწმებენ>>

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოდან 2019 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლიტრი) ღვინო გაიტანეს, რაც 20918 წელთან შედარებით 9%-ით მეტია. ყველაზე მეტი ღვინო – 58,4 მლნ ბოთლი გაიტანეს რუსეთში.

ყველა ახალი ამბავი
0