Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასეთი მაია ასათიანი ჯერ არ გინახავთ – ჟურნალისტის შეუდარებელი გარდასახვა

© Facebook / Talkshow Profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თოქ-შოუ „პროფილის“ ავტორი და წამყვანი ახალი გადაცემის ჩაწერისთვის ემზადება. მაია ახალი იმიჯით აღფრთოვანებას იწვევს. ნახეთ მისი ახალი ვარცხნილობა და გამომწვევი კაბა.

მისი სოციალური ქსელის ფოტო-ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. რამდენიმე თვის წინ გადაცემაში დედაც ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ჟურნალისტის ცხოვრების ბევრი ფაქტი გაიხსენა. მაიამ კი, თავის მხრივ, დედას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოში კარანტინის შემსუბუქების შემდეგ გადაცემების დაგეგმვა დაიწყო. მაია ასათიანმა სტუდიიდან უახლესი სურათი გამოაქვეყნა. შეუდარებელ ფორმაში გამოწყობილი ის ახალი გადაცემის სტუმრებს ელოდება, მანამდე კი საკუთარი „ლუქი“ „ფოლოვერებს“ გაუზიარა. ნახეთ როგორ გამოიყურება 43 წლის ტელესახე.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს. თუმცა ბოლო პერიოდის მანძილზე სოციალურ ქსელში გააქტიურდა და თაყვანისმცემლებს ყოველდღიურ რუტინას სულ უფრო და უფრო ხშირად უზიარებს.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მაია ასათიანს სოციალურ ქსელში დიდი ხნის მანძილზე აბულინგებდნენ. ამის შესახებ ტელესახემ საჯაროდ არაერთხელ ისაუბრა, თუმცა – უშედეგოდ. მისი მისამართით უმიზეზო ჩაგვრა-დამცირება არ წყდებოდა. მის სატელევიზიო იმიჯს უამრავი ადამიანი განიხილავდა, ხოლო მაიას მიერ დასმული კითხვებით სარკასტულ მიმებს აკეთებდნენ და ვირტუალურ სივრცეში გაბოროტებული კომენტარები არ წყდებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა არაერთი განცხადება გაავრცელა. ამ ბოლო პერიოდის მანძილზე მან საკუთარი გვერდის კონტენტი შეცვალა და გულშემატკივრები სხვა ინტერესებით გააერთიანა.

ყველა ახალი ამბავი
0