მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლიბანის მთავრობა ბეირუთში აფეთქების შედეგების ფონზე გადადგომას აპირებს

© REUTERS / MOHAMED AZAKIRაფეთქება ბეირუთში
აფეთქება ბეირუთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიბანის მთავრობა მიდის, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე სიტუაცია ბეირუთის პორტში მომხდარმა საზარელმა აფეთქებამ გაამწვავა.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ლიბანის მთავრობა მიდის, განაცხადა ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ჰამედ ჰასანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

შაბათს ბეირუთში ანტისამთავრობო მიტინგზე მთავრობის გადადგომისა და რეფორმების გატარების მოთხოვნით ათასობით ადამიანი გამოვიდა. მიტინგი მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ოთხი სამინისტროსა და ბანკების ასოციაციის შენობები დაიკავეს. მოგვიანებით ლიბანის არმიამ სამთავრობო შენობებიდან მომიტინგეების გაყვანა შეძლო. შსს ერთი სამართალდამცველის გარდაცვალების შესახებ იუწყებოდა. შეტაკების შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ბეირუთი - Sputnik საქართველო
ბეირუთში შეტაკების შედეგად 700–ზე მეტი ადამიანი დაშავდა

მთავრობის სხდომის დასრულებისთანავე ლიბანურმა ტელეარხმა თავდაცვის მინისტრ ზეინა აკრის გადადგომის შესახებ განაცხადა. მანამდე კი, ლიბანის დედაქალაქში დაწყებული მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციების ფონზე, რამდენიმე მინისტრი გადადგა. საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერ კიდევ აფეთქებამდე გადადგა, რაც ლიბანის ეროვნული ინტერესების საკითხში საერთო პოზიციის არარსებობით ახსნა.

თუმცა ჯანდაცვის მინისტრის განცხადება ჯერჯერობით მთავრობის ოფიციალურ გადადგომას არ ნიშნავს. სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას პრემიერი დღეს, საღამოს გააკეთებს.

4 აგვისტოს ბეირუთის პორტში დამანგრეველი აფეთქება მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, აფეთქების მიზეზი პორტში ექვსი წლის განმავლობაში 2750 ტონა ამონიუმის გვარჯილის არასათანადო პირობებში შენახვა გახდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 158 ადამიანი, 6 ათასი კი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0