ახალქალაქში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმავე საქმის ფარგლებში მიმდინარეობს მასობრივი არეულობის ორგანიზების გამოძიება, რაც მოიცავს ძალადობას, დარბევას, სხვისი ქონების დაზიანებას

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. ახალქალაქში დაკავებულ მამაკაცს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით, აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
ახალქალაქში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ინციდენტი 8 აგვისტოს, საღამოს, ახალქალაქში მოხდა. ახალგაზრდებს შორის შეხლა-შემოხლის დროს 27 წლის მამაკაცი მოკლეს. ტრაგედიამ მასობრივი არეულობა გამოიწვია - დაღუპულის თანასოფლელები მკვლელობაში ეჭვმიტანილის ნათესავების სახლებსა და მანქანებს დაერივნენ. ვითარების განსამუხტად საჭირო გახდა სპეცრაზმის გამოყენება. ამ მომენტისთვის ახალქალაქში მშვიდი ვითარებაა.

პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული კვირას, 9 აგვისტოს დააკავეს.

ამავე საქმის ფარგლებში მიმდინარეობს მასობრივი არეულობის ორგანიზების გამოძიება, რაც მოიცავს ძალადობას, დარბევას, სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას იარაღის მეშვეობით.

საგამოძიებო ღონისძიებები ორივე მუხლით გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0