თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, იუწყება „Sputnik ბელარუსი“.
9 აგვისტოს ძირითადი კენჭისყრა მიმდინარეობს. ამასთან, 4 აგვისტოდან მოქალაქეებს შეეძლოთ ხმა ვადაზე ადრე მიეცათ. ცესკოს ბოლო მონაცემებით (07.08.2020), ამომრჩევლის აქტივობამ 32,24% შეადგინა.
9 აგვისტოს საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმების დათვლის პროცესი დაიწყება.
საარჩევნო კამპანიის პერიოდში 5767 საარჩევნო უბანი შეიქმნა, მათგან 44 უცხოეთში, რომლებიც 36 ქვეყანაში ბელარუსის საელჩოებსა და გენერალურ საკონსულოებში მუშაობენ.
არჩევნების სავარაუდო შედეგები 10 აგვისტოს დილით გახდება ცნობილი.
არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს: ალექსანდრ ლუკაშენკო – მოქმედი პრეზიდენტი, კენჭს იყრის მეექვსედ, ასევე ანა კანოპაცკაია, ანდრეი დმიტრიევი, სერგეი ჩერეჩენი, სვეტლანა ტიხანოვსკაია.
საქართველოში ბელარუსის მოქალაქეები საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ქვეყნის საელჩოს შენობაში შეძლებენ.