უბედური შემთხვევა თბილისში: ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადმოვარდა

© Sputnik / Viktor Kaminskyსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ

თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. თბილისში, ფონიჭალაში, ერთ წლამდე ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან  გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უბედური შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0