ცნობილმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა „ფეისბუქის“ „სთორიზე“ წლების წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ცნობილ კოლეგასთან ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად „ალიონში“ მუშაობის პერიოდშია გადაღებული. ფოტოზე მათ იდენტური თმის ფერი აქვთ და რადიკალურად განსხვავდებიან იმისგან, როგორც დღეს გამოიყურებიან.
მაია ასათიანი და ნანუკა ჟორჟოლიანი მრავალი წელია ერთმანეთს იცნობენ, ხშირად უმუშვიათ ერთ არხზე, ახლა კი მათი გზები გაიყო. მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა შეიცვალა, ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიას ახლადშექმნილ „მთავარ არხზე“ გადავიდა, მაიამ კი „რუსთავი 2“-ზე ამჯობინა დარჩენა. მაია და ნანუკა ერთმანეთის გადაცემის ხშირი სტუმრებიც არიან.
View this post on Instagram
არხის დატოვების შემდეგ ნანუკამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მაიას ერთადერთი, რაც დარჩა, ტელევიზიაა, ამიტომ წარმატებებს უსურვებს ყველგან, სადაც არ უნდა იყოს. „ერთადერთი, რაც ამ ქვეყნად დარჩა, ტელევიზიაა, ამიტომ სადაც უნდა იყოს, მაღალ რეიტინგს ვუსურვებ. ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, რომ მაიას ჰქონდეს გადაცემა, რომელიც შვილივით ეყვარება“, – აცხადებდა ტელეწამყვანი.
View this post on Instagram
მაია ასათიანმა ერთადერთი შვილი – ნუცა მახვილაძე 2017 წლის 23 თებერვალს დაკარგა. გოგონა საფრანგეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჟურნალისტის ქალიშვილს მენინგოკოკური ინფექცია დაუდგინეს. სამწუხაროდ, ნუცას გადარჩენა ვერ მოხერხდა, საავადმყოფოში უკვე კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს.