ნახანძრალი ტყის აღსადგენად: ბორჯომში 591 ათასზე მეტი ნერგია დარგული

© Pixabay / Seaq68ტყე
ტყე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ცნობით, დარგული ნერგების თითქმის 80%-მა გაიხარა. 2020 წლისთვის  კი დაგეგმილია კიდევ 106 ჰექტარი ფართობის აღდგენა-გაშენება.

თბილისი, 8 აგვისტო -  Sputnik. ბორჯომში, სოფელ დაბაში დაახლოებით 250 ჰექტარ ფართობზე 591 ათასზე მეტი ნერგია დარგული, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2008 წელს  ხანძარმა ბორჯომის ხეობის უნიკალური ეკოსისტემას დიდი ზიანი მიაყენა. სრულად განადგურდა დაახლოებით 250 ჰექტარი ფართობი (სოფელი დაბის მიმდებარე ტერიტორია), ხოლო დარჩენილი ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

© photo: Sputnik / STRINGERხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში  - Sputnik საქართველო
1/6
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
© photo: Sputnik / STRINGERხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში  - Sputnik საქართველო
2/6
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
© photo: Sputnik / STRINGERხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში  - Sputnik საქართველო
3/6
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
© FB / Giorgi Kvirikashviliხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში  - Sputnik საქართველო
4/6
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
© courtesy of Emergency Management Serviceხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში  - Sputnik საქართველო
5/6
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
© Ministry of Internal Affairs of Georgiaხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში  - Sputnik საქართველო
6/6
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
1/6
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
2/6
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
3/6
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
4/6
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
5/6
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
6/6
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში

2013 წელს განადგურებული ტყის აღდგენის ღონისძიებები დაიწყო, თუმცა, 2017 წლის 20-26 აგვისტოს, ამავე ტერიტორიაზე გაჩენილი ახალი ხანძრების შედეგად, აღდგენილი ფართობები ხელმეორედ განადგურდა.

უწყების ცნობით, დარგული ნერგების თითქმის 80%-მა გაიხარა. მიმდინარე წლისთვის  დაგეგმილია კიდევ 106 ჰექტარი ფართობის აღდგენა-გაშენება.

ტყის აღდგენის პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოყვანილი სტანდარტული ნერგები გამოიყენება.

ტყის აღდგენის სამუშაოებზე დასაქმებულია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0