თბილისი „ზაფხულის ღამის ჯაზის“ მოლოდინშია

გამოწერა
ცნობილი „არტოს ბაღი“ თბილისში 13, 14 და 15 აგვისტოს მუსიკის ჰანგებით აივსება. აქ გაიმართება ჯაზის პირველი ფესტივალი „ზაფხულის ღამის ჯაზი".

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ქართველმა მუსიკოსებმა თავიანთი მუსიკალური ფესტივალი „ზაფხულის ღამის ჯაზი“ შექმნეს, რომელიც ტრადიციული გახდება.

პირველი ჯაზ-ფესტივალი ცნობილ „არტოს ბაღში“ 13–15 აგვისტოს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ქართველმა მუსიკოსებმა ფესტივალს „ზაფხულის ღამის ჯაზი“ უწოდეს, მისი დევიზი კი არის „ეს ჩემი ფესტივალია“. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალში მონაწილეობის სურვილი დაახლოებით 50-მა მუსიკოსმა გამოთქვა. მათ შორის იქნებიან ცნობილი შემსრულებლები მაია ბარათაშვილი, ჯაზ-პიანისტი ბექა გოჩიაშვილი, ჯგუფი Quintessence, დათო ევგენიძე და სხვ.

ფესტივალი თბილისის მერიის პატრონაჟით იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია მუსიკოსების კავშირი ZMG-ART და თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრი.

ყველა ახალი ამბავი
0