პოლიცია გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე პოლიციამ კომპანია „ზეგში“, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, მთელი კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო ექსპერტიზისთვის და ოფისი დალუქა.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გარემოების გამოძიების ფარგლებში პოლიცია იმ კომპანიის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკს, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა, იუწყება ტელეარხი Rustavi 2.

ჩხრეკა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა მისამართზე, სადაც კომპანია „ზეგის“ თანამშრომლები ცხოვრობენ. ჩხრეკა ტარდება კომპანიის დირექტორის თამარ კობერიძის ბინაშიც.

სუიციდის შესახებ ინფორმაციას ეძებდა: ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში>>

კომპანიის ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რის საფუძველზე ტარდება ჩხრეკა და კონკრეტულად რას ეძებენ გამომძიებლები.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
ბაჩალიაშვილის საქმე: მამის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება – რაზე აპელირებს გამოძიება

ბაჩალიაშვილი ძებნიდან ხუთი დღის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის თბილისში ცხოვრეობდა. სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს – ის პროგრამისტი იყო. ამასთან დაკავშირებით კომპანიიდან, სადაც თამარი მუშაობდა, ექსპერტიზისთვის ყველა კომპიუტერი ამოიღეს. მანამდე ექსპერტებმა გოგონას ნოუთბუქი გახსნეს. ამის შემდეგ, როგორც შსს აცხადებს, დადგინდა, რომ გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და ინტერნეტში თვითმკვლელობის საშუალებებზე ინფორმაციას ეძებდა.

ყველა ახალი ამბავი
0