ნათია თურნავა: ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები

© Government of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საქართველოში საერთაშორისო ავიარეისების დაწყებაზე ისაუბრა.
ნათია თურნავა: ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები
„თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენ აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გავხსენით. დაფრინავს „ლუფტჰანზა“, მიუნხენის რეისები სრულდება, „ეარფრანსის“ პირველი რეისი 9 აგვისტოს ჩამოფრინდება, დღეს გამოფრინდება და ხვალ ჩვენთან იქნება პირველი რეისი “ეარბალტიკის“ – რიგა-თბილისი-რიგა. გარდა ამისა, „აირზენა“ ასრულებს კომერციულ ჩარტერებს, 16-მდე კომერციული ჩარტერი არის დაგეგმილი თვის განმავლობაში. სულ ახლახან, მაგალითად, პარიზის რეისი ჩამოფრინდა. გარდა ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას სხვა კომპანიებთან უკვე არა მარტო აგვისტოს, არამედ სექტემბრის თვეზე და ეტაპობრივად გავხსნით სხვა შესაძლო ფრენებსაც, ოღონდაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. ქუჩებში უკვე შევძლებთ კვლავ მონატრებული უცხოელი ტურისტები დავინახოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 მინისტრის განმარტებით, საქართველო მიმზიდველობასთან ერთად არის უსაფრთხო ქვეყანა.

ყველა ახალი ამბავი
0