თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ათი წლის ბიჭუნა, რომელიც ზღვის ტალღებმა სიღრმეში შეითრია, დოკუმენტურ ფილმში ნანახი რჩევის წყალობით გადაურჩა სიკვდილს, იუწყება Daily Mail.
Boy, 10, who survived for over an hour at sea after remembering advice from a documentary to float on his back with arms and legs spread while shouting for helphttps://t.co/5kqbwaHpA4 pic.twitter.com/LDGdzbV6KY
— dada (@dadababako1966) August 5, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, რავირაჯ საინი, რომელიც ინგლისის ქალაქ სკარბოროს მახლობლად ცხოვრობს, ზღვამ 31 ივლისს გაიტაცა. მაშველებმა ის მხოლოდ რამდენიმე საათის ძებნის შემდეგ იპოვეს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ბავშვი მკაცრად მისდევდა BBC-ს დოკუმენტურ ფილმ Saving Lives at Sea-ში ნანახ რეკომენდაციებს: წყლის ზედაპირზე ზურგით დაწვა, ხელ-ფეხი გაშალა და ხმამაღლა ითხოვდა შველას.
„გაოგნებულები დავრჩით, როგორ მოახერხა ასეთ საზარელ და საშიშ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება და უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვა. სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, ყველაფერი სავალალოდ დასრულდებოდა“, — ამბობს მაშველთა სადგურის თანამშრომელი ლი მარტონი.
მაშველებმა ბიჭუნა ნაპირზე გამოიყვანეს და მშობლებს მიუყვანეს, მერე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს გამოსაკვლევად.
- „თუ ოდესმე მოხვდით მსგავს სიტუაციაში, არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ, არ დაკარგოთ იმედი და იყავით მტკიცე“, — ასეთ რჩევას აძლევს ზღვასთან ჭიდილში გამარჯვებული ათი წლის ბიჭი დიდსა თუ პატარას.