ნახევარ წელზე მეტია სოფო ნიჟარაძე ამერიკაში ცხოვრობს. ის მუსიკალურ კონკურსებს, მოსწავლეებთან გაკვეთილებს, საჯარო სივრცეებს, ტელეეკრანებსა და კონცერტებზე გამოჩენას ნელ-ნელა დაემშვიდობა. მიზეზი ამ თვის დასაწყისში გახდა ცნობილი. სოფო ნიჟარაძე 35 წლის ასაკში დედა გახდა. პოპულარულმა მომღერალმა ქალიშვილი ამერიკაში საზოგადოებისგან უცნობი მამაკაცისგან გააჩინა. სოფო ნიჟარაძე დღემდე დუმს.
ამ ბოლო დროს მის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებული ფოტო თუ ვიდეო განხილვის საგნად ორჯერ იქცა, ვინაიდან მომღერალმა საკუთარი ფეხმძიმობისა და ქვეყნის დატოვების შესახებ მხოლოდ ახლობლებს გაუმხილა. დღემდე, ბავშვის სახელის გარდა, სხვა დეტალების მოძიება რთულია. სოფო ნიჟარაძემ პირველ ქალიშვილს ელის-მარია დაარქვა. პანდემიის დაწყებამდე არტისტმა მეორე ნახევართან გამგზავრება მოასწრო. მანამდეც და გამგზავრების შემდეგაც, ცნობილი სახე სოციალურ ქსელში ძველებურად არ აქტიურობდა, რათა მისი წამოზრდილი მუცელი არავის დაეფიქსირებინა.
სოფოს მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი პოსტი საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. მან ამერიკიდან ასეთი ხერხით მიულოცა მამის დღე გარდაცვლილ მამას. ახლა განსაკუთრებულმა მონეტრებამ დედასთან უფრო დააახლოვა. როგორც ჩანს, მომღერლის დედა და ძმა თბილისში იმყოფებიან. მომღერალ შვილთან გამგზავრებას პანდემიის გამო ვერ ახერხებენ.
მის ცხოვრებაში, ამბობდნენ, რომ სკანდალები იყო, თუმცა სოფომ არც ერთ მათგანს საჯაროდ არ უპასუხა. მომღერლის პირად ცხოვრებას აქტიურად განიხილავენ. სოფო ნიჟარაძე 1986 წლის 6 თებერვალს დაიბადა. ის მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორია. დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზია (ნიჭიერთა ათწლედი). შესრულებული აქვს ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით Shine, მაშინ ქულათა საერთო ჯამით მე-9 ადგილზე გავიდა.