ბაჩალიაშვილის იდუმალებით მოცული გარდაცვალება: ოჯახი პრემიერ გახარიასთან შეხვედრას ითხოვს

© photo: Sputnik / The First Channel შსს–ს შენობა
შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ ბაჩალიაშვილის მშობლები და ოჯახის ადვოკატი შეხვდნენ გამომძიებლებს, რომლებიც გოგონას გარდაცვალების საქმეზე მუშაობენ.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს, რათა მიიღოს პასუხი დაგროვილ კითხვებზე და პირადად მთავრობის მეთაურისგან მოისმინოს, რომ საქმეს გამოიძიებენ, განუცხადა ჟურნალისტებს გარდაცვლილი გოგონას დედამ თეონა თამაზაშვილმა.

შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
ბაჩალიაშვილის მშობლების მოთხოვნა გათვალისწინებულია – საქმე კრიმინალურ პოლიციას გადაეცა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს (ის პროგრამისტი იყო) და წინასწარი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა.

ბაჩალიაშვილის მშობლები და  ოჯახის ადვოკატი შეხვდნენ გამომძიებლებს, რომლებიც გოგონას გარდაცვალების საქმეზე მუშაობენ.

„გამოძიება დროს ითხოვს. ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ მათ დამატებითი მასალები გადაეცათ. აღმოჩენილი იქნა დამატებითი ვიდეოკამერები, რომლებიც ადრე არ ჩანდა, დღეს ამ ჩანაწერების ნახვას აპირებენ. საინტერესოა, რა რეაგირებას მოახდენს გახარია. მე მინდა მას თვალებში შევხედო და მისგან გავიგონო, რომ ეს საქმე გამოძიებული იქნება ყველა წესის დაცვით“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

საქმის გამოძიება ქვემო ქართლის პოლიციამ დაიწყო, თუმცა გოგონას მშობლებს, მრავალი უცნაური ვითარების გამო, ეჭვი გაუჩნდათ გამოძიების მსვლელობის ობიექტურობაში და საქმის უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემა მოითხოვეს.

თავდაპირველად გოგონას გაუჩინარებაზე საქმე აღძრული იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, თუმცა შემდეგ კიდევ ერთი მუხლი – თვითმკვლელობამდე მიყვანა დაემატა.

შესაძლო თვითმკვლელობის ვერსიას გამოძიება იმ ფაქტის გათვალისწინებით განიხილავს, რომ სხეულის წინასწარმა დათვალიერებამ ტრავმები და ჭრილობები არ გამოავლინა. ასევე ეჭვს იწვევს ის, რომ ავტომობილში ცხედრის ნივთებში ნაპოვნ წამლებს 20 აბი აკლია. მანქანაში იპოვეს ჩანაწერიც „თანხა ანგარიშზეა, გამოიყენეთ“.

ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ექსპერტიზის ოფიციალურ დასკვნაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

ყველა ახალი ამბავი
0