ძალადობა მოზარდზე: 14 წლის გოგონაზე ბიძა და ბაბუა სისტემატურად ძალადობდნენ

© photo: Sputnik / Stringerძალადობა
ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს  სასჯელის სახით ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. სამართალდაცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით თბილისში 26 წლის და 58 წლის მამაკაცები დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მიხედვით, 2006 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე ბიძა და ბაბუა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული სასჯელის სახით ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0