Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქრისტინე იმედაძე დედასთან ერთად პირველად გამოჩნდა – ნახეთ როგორ გვანან დედა-შვილი

© Photo: Christine Imedadze / FBქრისტინე იმედაძე
ქრისტინე იმედაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქრისტინე იმედაძე უმშვენიერეს დედასთან ერთად პოზირებს. მომღერალმა რამდენიმე წლის წინ გადაღებული სურათი გამოაქვყნა. როგორ გამოიყურება ტელესახის დედა?

მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის პირად ცხოვრებას ადამიანები ინტენსიურად განიხილავენ. იმედაძე რამდენიმე სკანდალით არის ცნობილი, მის გათხოვებასა და დაშორებაზე დღემდე საუბრობენ. ყოფილმა ბალერინამ მომღერლობა ისურვა, შემდეგ ტელეეკრანებზეც გადაინაცვლა, ახლა კი დიზაინერობას წარმატებით ჩასჭიდა ხელი. საკუთარი ძალებით დიზაინერული სახლი „სამი“ დააფუძნა და ქალბატონებს გემოვნებიან ტანისამოსს უქმნის. ხელოვნებისადმი სიყვარული მას დედამ ჩაუნერგა.

ირმა გოგლიძე პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. ქრისტინეს დედა წლების მანძილზე ხელოვნების ინსტიტუტში მუშაობდა, თუმცა რთული პერიოდის გამო მან საყვარელი სამსახური მიატოვა. მოგვიანებით ირმა გოგლიძე სამკაულების შექმნით დაინტერესდა. სულ ერთი წლის წინ კოლექციის შექმნაც დაიწყო, რომელიც წარმატებულ ქართველ ქალბატონებს ამშვენებს. მის კოლექციებში სხვადასხვა ქვა დომინირებს, რომლებსაც, როგორც თავად ჰყვება, მოგზაურობის დროს პოულობს და საქმის გასაგრძელებლად ჩამოაქვს. ირმა გოგლიძეს რამდენიმე გამოფენაც ჰქონდა. როგორც ჩანს, ცნობილი ქართველი მსახიობის სილამაზე და ტანწერწეტობა გენეტიკამაც განსაზღვრა. დედა-შვილი ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

იმედაძის კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე და ქრისტინე ჯერ კიდევ თინეიჯერები იყვნენ. მისი პირადი ცხოვრება რამდენჯერმე გახდა განხილვის საგანი, ხშირად სხვადასხვა სიმპათიურ ფეხბურთელთან აწყვილებდნენ, თუმცა ოფიციალურად ქრისტინე ერთხელ იყო გათხოვილი. მისი რჩეული ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო. ცნობილია, რომ 39 წლის სპორტმენმა კარიერის საუკეთესო წლები უკრაინის საფეხბურთო კლუბ „მეტალისტს“ დაუკავშირა.

დაოჯახებისას ლაშა 29 წლის იყო. წყვილს ერთი ქალიშვილი ტაისია შეეძინა. მათი ურთიერთობა საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. ქრისტინემ და ლაშამ სულ წელიწად-ნახევარი იცხოვრეს ერთად. ქრისტინე და ტაისია განსაკუთრებული დედაშვილობით გამოირჩევიან. მომღერლის მზრუნველობა და აღზრდის განსაკუთრებული უნარი სოციალურ ქსელშიც კარგად ჩანს. ტაისიას მამას ძალიან ამსგავსებენ, თუმცა გრძელფეხება გოგონა აღნაგობით დედას ემსგავსება. ბოლო წლების მანძილზე ქრისტინე იმედაძის და ცნობილი მილიონერის თოშა ქებურიას სიყვარულის ისტორიაზეც საუბრობდნენ. თუმცა, მომღერალმა ურთიერთობა არ დაადასტურა.

ქრისტინე იმედაძე მშობლებთან ერთად გადაღებულ სურათებს იშვიათად აქვეყნებს. მის სოციალურ ქსელში ქალიშვილთან გატარებული დრო მეტად აქტუალურია. დედა-შვილი დიდ ყურადღებას იქცევს. Instagram-ზე ქრისტინემ დედის სურათის გამოქვეყნება სოციალური ქსელის თხოვნით გადაწყვიტა. თაყვანისმცემლებს აინტერესებდათ, როგორ გამოიყურება ვარსკვლავის დედა. „დედასთან ერთად გადაღებული ფოტო დადე“, – სთხოვა იმედაძეს ერთგულმა თაყვანისმცემელმა. როგორც ჩანს, გადატვირთული გრაფიკის გამო ქრისტინე მშობლებს არც ისე ხშირად ნახულობს. ამიტომ მომღერალმა ძველი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – „სხვა ვერ ვიპოვე“.

ყველა ახალი ამბავი
0