Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ჯანეტ ქერდიყოშვილმა ხუთი თვის შემდეგ ქალიშვილის სახე გამოაჩინა – მოდელი ვიდეოს აქვეყნებს

© Photo: Janet Kerdikoshvili / FBჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან ერთად
ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი წყვილი ხუთი თვის ანა სულაბერიძესთან ერთად ბათუმში ისვენებს. მოდელმა ქალიშვილის სახე პირველად აჩვენა საზოგადოებას.

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები ამბობენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელზე შეაჩერეს.

View this post on Instagram

My pure ♥️. #loveistheanswer #georgia

A post shared by Janeta Ker (@janetkerdikoshvili) on

ნოე სულაბერიძე საავტორო თოქ-შოუს გადაღებებზე იმყოფება. პარალელურად მისი მეუღლე ქალიშვილთან ერთად ისვენებს. პატარა ანა ხუთი თვის გახდა. წყვილი ბავშვის სახეს ამ დრომდე არ აჩენდა, ახლა კი, როგორც ჩანს, ჯანეტმა გადაწყვიტა გოგონა საზოგადოებას აჩვენოს. „მის საქართველომ“ „ინსტაგრამზე“ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პატარა ანას სახე დამალული აღარ აქვს.

View this post on Instagram

#myuniverse

A post shared by Janeta Ker (@janetkerdikoshvili) on

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ნოეს მექალთანეობას აბრალებდნენ ყოფილი ცოლების გამო, ის და ჯანეტი საქართველოში ერთ-ერთი წარმოსაჩენი წყვილი გახდნენ. აღსანიშნავია, რომ გარეგნულმა მსგავსებამ და ერთნაირმა ინტერესებმა წყვილი უფრო დაამსგავსა და დააახლოვა. როგორ ჩანს, პროდიუსერი და მოდელი ერთმანეთზე შემოქმედებითი კუთხით პოზიტიურად ზემოქმედებენ.

View this post on Instagram

#🌸 #loveistheanswer #myuniverse

A post shared by Janeta Ker (@janetkerdikoshvili) on

თბილისში ამ წყვილზე ყველა საუბრობს. ნოე სულაბერიძის მორიგი დაოჯახება მეგობრებისთვის დიდი სიურპრიზი არ აღმოჩნდა. ახალდაქორწინებულების ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა და ისინი ახლა პატარა ანგელოზს ზრდიან.

View this post on Instagram

🤍

A post shared by Janeta Ker (@janetkerdikoshvili) on

საქმიანი და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ნოე და ჯანეტი დროს ერთად ხშირად ატარებენ. გარდა ამისა, მოდელი „პრაიმ შოუს“ გადაღებებს ფეხმძიმობის პერიოდში აქტიურად ესწრებოდა. სწორედ ამ გადაცემაში გაუმხილა ქმარს ბავშვის სქესი. მათი ერთობლივი მოგზაურობის გეგმები პანდემიამ ჩაშალა, თუმცა ნოე და ჯანეტი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას მაინც ახერხებენ.

View this post on Instagram

#happyanniversary 🤍 #loveistheanswer #georgia

A post shared by Janeta Ker (@janetkerdikoshvili) on

ცნობილ პროდიუსერს ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა ქალებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ.

ყველა ახალი ამბავი
0