სასამართლო პროცესი შაქარაშვილის საქმეზე: ექვსივე არასრულწლოვანი პატიმრობაში დარჩა

© Sputnik / STRINGERგიორგი შაქარაშვილის სასამართლო
გიორგი შაქარაშვილის სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო შეუდგა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში ჩბუბის ეპიზოდების განხილვას, რომელშიც ექვსი არასრულწლოვანი მონაწილეობდა.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ჩხუბის ეპიზოდებში ბრალდებული ექვსი არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.  

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
სასამართლო პროცესი შაქარაშვილის საქმეზე: ვის და რატომ განსჯიან

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო შეუდგა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში ჩბუბის ეპიზოდების განხილვას, რომელშიც ექვსი არასრულწლოვანი ბრალდებული მონაწილეობდა. მათგან სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ერთს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ორს კი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მონაწილეობა, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება ბრალად.

ექვსივე არასრულწლოვნის ვინაობა ცნობილია, მაგრამ გამოძიებას, კანონმდებლობის შეზღუდვებიდან გამომდინარე, მათი დასახელება არ შეუძლია.

სასამართლოზე, რომელიც მასმედიისთვის დახურული იყო, ბრალდებულთა ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. ერთი შუამდგომლობა მოსამართლის აცილებას ეხებოდა – დაკავების შემდეგ სწორედ აღნიშნული სხდომის მოსამართლემ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ექვს არასრულწლოვანს. ასევე ისინი მოითხოვდნენ საქმიდან ჩვენებების ნაწილის ამოღებას და მათი დაცვის ქვეშ მყოფთათვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვას.

მოსამართლემ შუამდგომლობების დიდი ნაწილი არ დააკმაყოფილა.

გამოძიების ვერსიით, ხუთი არასრულწლოვანი მონაწილეობდა შაქარაშვილზე და მის მეგობრებზე მცხეთაში, აგარაკზე შურისძიების ორგანიზებაში. 

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: პროკურატურამ ბრალდებულები დაყო

ამასთან, ექვსივე მონაწილეობდა ფეხბურთელთან და მის მეგობრებთნ ორ ჩხუბში თბილისი–მცხეთის გზაზე. მეორე ჩხუბის შემდეგ შაქარაშვილი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ძებნიდან მეოთხე დღეს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მდინარეში დაიხრჩო, თუმცა მის სხეულზე სიცოცხლეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა. ამ დროისათვის პოლიციას 17 ადამიანი ჰყავს დაკავებული, რომლებსაც ბრალად ედებათ ფეხბურთელის გაუჩინარების საღამოს მომხდარ სამ ჩხუბში მონაწილეობა.

პროკურატურა შაქარაშვილის დაღუპვის საქმეს იძიებს „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის“ მუხლით და სწავლობს ამ საქმეში ჩხუბში მონაწილე 11 სრულწლოვანის მონაწილეობას. ამასთან, გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ ამ მუხლით ბრალი წარედგინოთ არასრულწლოვან დაკავებულებსაც.

ყველა ახალი ამბავი
0