დადგინდა, რა შემთხვევაში სუქდებიან ქალები მამაკაცებზე მეტად

CC BY 2.0 / Tony Alter / A Matched Setმსუქანი ადამიანები
მსუქანი ადამიანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანადელმა მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს და გაარკვიეს, რა პირობებში იმატებენ წონაში ქალები მამაკაცებზე სწრაფად.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ქალებს, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ან ძალიან ცოტა სოციალური კავშირები გააჩნიათ, ჭარბი წონის დიდი რისკი ემუქრებათ, ნათქვამია კანადელი მეცნიერების ახალ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში PLOS One.

დიეტა - Sputnik საქართველო
მაძღრისად ჭამა არ გაგასუქებთ, თუ... მეცნიერებმა უსაფრთხო სიხშირე დაადგინეს

კვლევის თანახმად, იმავე რაოდენობის სოციალური კავშირების მქონე მამაკაცებში ეს რისკი ბევრად დაბალია.

მეცნიერებმა 45-დან 85 წლამდე ასაკის 28 238 ადამიანის სოციალური კონტაქტები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ კომუნიკაბელობასა და სხეულის მასის ინდექსს შორის კავშირი არსებობს.

გაირკვა, რომ გაუთხოვარ, ქვრივ თუ განქორწინებულ ქალებს ზედმეტი კოლოგრამების დაგროვებისა და გაცხიმოვნების შანსი ბევრად მაღალი აქვთ, ვიდრე გათხოვილებს.

იგივე სურათი გამოვლინდა მარტო მცხოვრები ქალების შემთხვევაშიც, რომლებსაც იშვითად ჰქონდათ სოციალური კონტაქტები. ასეთებს, როგორც წესი, სხეულის მასის მაღალი ინდექსი და წელის დიდი გარშემოწერილობა ჰქონდათ.

გახდებით სწრაფად და შესამჩნევად: ექიმი მარტივი პროდუქტის ფენომენს განმარტავს>>

რაც შეეხება ძლიერ სქესს, აქ ყველაფერი პირიქითაა: სხეულის მასის მაღალი ინდექსი და წელის დიდი გარშემოწერილობა სწორედ დაოჯახებულ და დიდი რაოდენობით სოციალური კონტაქტების მქონე მამაკაცებს ჰქონდათ.  

აღნიშნულ კვლევაში მეცნიერებს არ განუხილავთ ქალებსა და მამაკაცებს შორის ამგვარი განსხვავების მიზეზები, თუმცა ივარაუდეს, რომ ეს ნაწილობრივ გენდერული როლების განსხვავებულობითა და ამ როლებიდან გამომდინარე მოლოდინებით აიხსნება.

სწავლულები ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა მათ მარტოხელა ქალებში გაცხიმოვნების მურნალობაში დაეხმარება. ისინი აპირებენ, რომ კლასიკურ მეთოდებს (დიეტასა და ფიზიკურ დატვირთვებს) სოციალური ღონისძიებებიც დაუმატონ.

ყველა ახალი ამბავი
0