ქართველმა სუმოისტმა ივლისის ბაშოზე დადებით ბალანსს მიაღწია

© courtesy of Giorgi Margvelashviliლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირის შედეგებით გორგაძეს დაწინაურება ელოდება, მაგრამ კონკრეტულად რა ტიტულს მიიღებს ქართველი, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა, ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ლევან გორგაძემ ამ დღეებში ტოკიოში მიმდინარე ივლისის ბაშოზე დადებით ბალანსს მიაღწია.

ტოჩინოშინმა ტურნირის მე-13 დღეს დასავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიომარუს სძლია. ეს გამარჯვება ქართველი სპორტსმენისთვის ტურნირზე მერვეა, რაც იმას ნიშნავს, რომ გორგაძემ დადებით ბალანსს უკვე მიაღწია (8–5) იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორ დასრულდება ორი დარჩენილი ორთაბრძოლა.

ამჟამად ტოჩინოშინს დასავლეთის მე-11 მაეგაშირას ტიტული აქვს. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მას დაწინაურება ელოდება, მაგრამ კონკრეტულად რა ტიტულს მიიღებს ქართველი სუმოისტი, ამის თქვა ჯერჯერობით რთულია.

ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე დასავლეთის მეხუთე მაეგაშირა ჰოკუტოფოძი იქნება. სუმოისტები ერთმანეთს მერვედ შეხვდებიან. უპირატესობა შეხვედრებში ჯერჯერობით ქართველს აქვს – 4:3.

ყველა ახალი ამბავი
0