ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

© photo: Sputnik / Anatoly Ustinenkoპოლიციელი ყაზახეთში
პოლიციელი ყაზახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე მან დამნაშავის დასახელება მოასწრო. საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ყაზახეთში საქართველოს 42 წლის მოქალაქე მოკლეს. ის თელაველი იყო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საკანი - Sputnik საქართველო
უკრაინაში 27 წლის ქართველი მოკლეს

მამაკაცი საქართველოდან რამდენიმე თვის წინ გაემგზავრა და ყაზახეთში კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.

მკვლელობის მოტივი უცნობია. მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა, თუმცა მანამდე დამნაშავის ვინაობა დაასახელა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის ნაცნობმა მოკლა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0