რაჭაში წყალდიდობამ ორი კილომეტრი სიგრძის გზა გაანადგურა

© photo: Racha is our love / FBწყალდიდობა რაჭაში
წყალდიდობა რაჭაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონში წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად მთლიანობაში 150 მლნ ლარამდე იქნება საჭირო, რამდენიმე გზის გარემონტებისთვის კი რამდენიმე თვე.

თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ მაღალმთიან რეგიონებში ათ სხვადასხვა ადგილას საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების ჯამური სიგრძე ორ კილომეტრზე მეტია, განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე  ირაკლი ქარსელაძემ. 

სტიქიის შედეგები რაჭაში - Sputnik საქართველო
„თავით აგებენ პასუხს“: პრემიერი რაჭაში წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაზე

უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭის, კერძოდ, ონის რაიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარესამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი,  ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ასზე მეტი ადამიანი.
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე 15 ლოკაციიდან 10-ზე, სადაც ფიზიკურად მისვლა შესაძლებელია, სამუშაოები მიმდინარეობს  და დაახლოებით 20 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული.

„გუშინდელი დღე კარგად გამოვიყენეთ და ორ მონაკვეთზე შემოვლითი გზა მოეწყო, რამაც შემდეგ მონაკვეთებზე გადასვლის საშუალება მოგვცა. შემოვლითი გზების მოწყობის პარალელურად მიმდინარეობს ნაპირდაცვითი სამუშაოები, ხიდებთან მისასვლელების და ვაკისების მოწყობა.  საბედნიეროდ, დღეს ამინდიც ხელს გვიწყობს“, – აღნიშნა  ქარსელაძემ.

ქარსელაძის თქმით, პრიორიტეტული სამუშაოების დასრულების შემდეგ, დანგრეული და დაზიანებული გზების მშენებლობის კონკრეტული გეგმა შემუშავდება.

რეგიონში წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად მთლიანობაში 150 მლნ ლარამდე იქნება საჭირო, რამდენიმე გზის გარემონტებისთვის კი რამდენიმე თვე.

მაშველებმა დილიდან მუშაობა განაახლეს სამ ადგილას: ხიდეშლები– მაჟიეთში, ჯინჭვისი – ღომსა და ჟამიერეთში საბაგირო გადასასვლელები მოეწყო. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე სპეციალური აღჭურვილობით შესაძლებელი გახდა მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების მიწოდება.

სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული არიან სხვადასხვა სპეციალისტები – პროექტების სპეციალისტთა ჯგუფები, მეგზევეები, ხიდების სპეციალისტები და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0