თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი „ვერ ხვდება“, რატომ უნდა დაიცვას შეერთებულმა შტატებმა გერმანია რუსეთისგან მაშინ, როცა ბერლინი მოსკოვს მილიარდობით დოლარს ურიცხავს ენერგომატარებლებისთვის.
Germany pays Russia billions of dollars a year for Energy, and we are supposed to protect Germany from Russia. What’s that all about? Also, Germany is very delinquent in their 2% fee to NATO. We are therefore moving some troops out of Germany!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) July 29, 2020
„გერმანია რუსეთს მილიარდობით დოლარს ურიცხავს ყოველწლიურად ენერგიისთვის, ჩვენ კი გერმანია რუსეთისგან უნდა დავიცვათ. ვითომ რატომ?“ — დაწერა ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გერმანიამ ისედაც გადააცილა ნატოში 2%-იანი გადასახადის გადახდის ვადას.
- „ამიტომაც გამოგვყავს გერმანიიდან ჯარის ზოგი სახეობა“, — დაამატა ტრამპმა.
ამერიკის ლიდერმა მანამდე განაცხადა, რომ აშშ გერმანიაში განთავსებულ სამხედრო კონტინგენტს 34,5 ათასიდან 25 ათას სამხედრომდე ამცირებს. ეს იმის გამო, რომ ბერლინი ნატოს გადასახადებს აყოვნებს. როგორც ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალმა ევროპაში ტოდ უოლტერსმა დაამატა, აშშ-ის ძალების ევროპული შტაბის გადატანაც იგეგმება გერმანიიდან ბელგიის ქალაქ მონსში.