სილამაზის სალონები უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებენ: რამდენმა მიიღო „წითელი ბარათი“

© Pixabay / photo : Pixabay / kaleido-dpსალონი
სალონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბიზნეს-ობიექტები გაფრთხილებას იღებენ, კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი დაჯარიმებას ექვემდებარებიან.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik.  საქართველოს მასშტაბით შემოწმებული 850 სილამაზის სალონიდან და ესთეტიკური მედიცინის ცენტრიდან უსაფრთხოების სტანდარტები 343-მა დააკმაყოფილა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. 

სილამაზის სალონი - Sputnik საქართველო
საქართველოში სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები დღეს პირველ კლიენტებს მიიღებენ

რაც შეეხება სასტუმროებს, 27 ივლისის მონაცემებით, საქართველოში 2 775 სასტუმრო შემოწმდა, მათგან მოთხოვნები 1334–მა დააკმაყოფილა.

შრომის ინსპექციამ ქვეყნის მასშტაბით არსებული კვების ობიექტებიც შეამოწმა. 92 ობიექტიდან უსაფრთხოების სტანდარტები მხოლოდ 59–მა კვების ობიექტმა დააკმაყოფილა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პანდემიის პირობებში ბიზნეს–სექტორის საქმიანობის განახლების მიზნით, შემუშავებულია სპეციალური რეკომენდაციები და წესები – სოციალური დისტანცია, ერთ სივრცეში ადამიანების რაოდენობის კონტროლი, ჰიგიენის ნორმების დაცვა, დასუფთავების წესები, დეზობარიერების განთავსება და ა.შ.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბიზნეს–ობიექტები გაფრთხილებას იღებენ, კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი დაჯარიმებას ექვემდებარებიან. 

დისტანცია და ელექტრონული ჩაწერა: როგორ იმუშავებენ სილამაზის სალონები>>>

ძირითად რეკომენდაციებს შორისაა სავალდებულო წინასწარი ჩაწერა - რიგების და კლიენტების დიდი რაოდენობით თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით. ხუთი კვადრატული მეტრის ფართობზე დასაშვებია მხოლოდ ერთი კლიენტი და მომსახურე პერსონალის ერთი თანამშრომელი. 

მანძილი სამუშაო ზონებს შორის არ უნდა იყოს ორ მეტრზე ნაკლები. თუ ეს შეუძლებელია, დასაშვებია სხვადასხვა ბარიერების გამოყენება, მაგალითად, გასაწევი ტიხრების, შირმების და ა.შ., რომელთა დეზინფექცია ინტენსიურად უნდა ხდებოდეს.

სილამაზის სალონებში და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, რომლებშიც ოცი და ოცზე მეტი ადამიანი მუშაობს, ყოველდღიურად სამუშაოს დაწყებამდე შენობის შესასვლელთან თანამშრომელთა და კლიენტების თერმოსკრინინგი უნდა ჩატარდეს.

ყველა ახალი ამბავი
0