თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. დიზაინერ გიორგი მასხულიას დედა ლანდა მასხულია კლინიკაში მოხვდა, მიზეზი ჟურნალისტ ნინო ადამაშვილის განცხადება გახდა, წერს სოციალურ ქსელში გიორგი მასხულია.
დიზაინერი მოითხოვს, ჟურნალისტი ნინო ადამაშვილი, ტელეწამყვანი ია ფარულავა და მოდელი გიორგი ნაზღაიძე სამართლებრივად დაისაჯონ.
„დედაჩემის გამო ცოცხლად დავწვავ ნებისმიერს არ გავჩერდები სანამ სამართალს არ მივაღწევ დავიღალე უკვე, მე ჩემით ვშრომობ და ვქვნი რაგინდათ რა შემჭამეთ ვერ გავიგე“, – წერს გიორგი მასხულია.
მანამდე გიორგი მასხულიამ ია ფარულავას „ფეისბუქ-პოსტი“ მიუძღვნა, სადაც ფარულავს მოუწოდებდა, რომ შეეჩერებინა მის მიმართ ბულინგი.
„პირდაპირ ამას გეუბნები საჯაროდმ ია ფარულავა, ვერასოდეს იქნები ვერც მშობელი და ვერ გაიგებ დედის თქმას შენი შვილიდან და ნაზღაიძე დედაშენს უნდა გაეკეთებინა აბორტი შენს გამო“, – წერდა დიზაინერი.
ამ პოსტს ნინო ადამაშვილი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში გიორგი მასხულიაზე დაწერა, რომ იგი ნაშვილებია და გიორგის დედაც ვერ გახდა დედა. აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში ლანდა მასხულიამ ნახა და ის ნერვიულობის ნიადაგზე გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიორგი მასხულია ამ ამბის გამო აცხადებს, რომ ის ნინო ადამაშვილს სასამართლოში უჩივლებს.