გაუქმდეს „დისკრიმინაციული“ კარანტინი: სოციალურ ქსელში პეტიცია გავრცელდა

© photo: Sputnikთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეტიციაში სამი ძირითდი მოთხოვნაა – საქართველოს მოქალაქეებისთვის „დისკრიმინაციული“ კარანტინის გაუქმება, „უსაფრთხო ქვეყნების“ სიის გაფართოება და ბიუჯეტური ავიაკომპანიებისთვის ფრენების განხორციელებაზე ნებართვა

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საინიციატივოჯგუფმა საიტზე  change.org  პეტიცია გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სხვა ქვეყებში გამგზავრების უფლებას ეხება.

პეტიციაში სამი ძირითადი მოთხოვნაა წამოყენებული. პირველი – საქართველოს მოქალაქეებისთვის „დისკრიმინაციული“ კარანტინის გაუქმება თუ ისინი ე.წ. „უსაფრთხო“ ქვეყნებიდან ბრუნდებიან. ესენია გერმანია, საფრანგეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები – ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ეკონომიკაში პოზიტიური ნიშნები გამოჩნდა, ტურიზმში აქტივობები გაზრდილია

საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყნებიდან ვიზიტორებს,  საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით, არ მოეთხოვებათ ორკვირიანი იზოლაცია და კარანტინი.

მეორე მოთხოვნა – გაფართოვდეს „უსაფრთხო ქვეყნების“ სია. კერძოდ, კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ავსტრიაში, საბერძნეთსა და პოლონეთში.

მესამე მოთხოვმა –  საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს Wizzair–სა და Ryanair–ს რეგულარული ფრენების აღდგენის ნებართვა მისცეს.

აგვისტოდან განახლდება რეგულარული ავიარეისები, რომლებსაც Air France, AirBaltic და Lufthansa შეასრულებენ. ამასთან, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს მუშაობის ნებართვაზე კვლავ უარი აქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0