SputnikPro–ს პრემია IPRA Golden World Awards  გადაეცა

© photo: Sputnik / Alexander Gal'perin / გადასვლა მედიაბანკშიSputnik
Sputnik - Sputnik საქართველო
გამოწერა
IPRA Golden World Awards–ს გადასცემს ერთ-ერთი უძველესი საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო ასოციაცია International Public Relations Association.

თბილისი, 30 ივლისი  – Sputnik.  საგანმანათლებლო პროექტი SputnikPro საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში უმსხვილესი საერთაშორისო პრემიის - IPRA Golden World Awards for Excellence in PR 2020 მფლობელი გახდა.
იგი ინტერნაციონალურმა ჟიურიმ გამარჯვებულად დაასახელა ნომინაციაში „ქვეყანა, რეგიონი და ქალაქი“.

„მადლობელი ვართ ჩვენი მუშაობის ესოდენ მაღალი შეფასებისთვის. SputnikPro ორი წლის წინ ჩაეშვა და უჩვეულოდ მოთხოვნადი და აქტუალური აღმოჩნდა. ჩვენი სააგენტოს პროექტი დამწყებ სპეციალისტებს საშუალებას აძლევს ჟურნალისტური მუშაობის ცალკეულ ასპექტებზე ბევრი სიახლე გაიგონ და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ“, – განაცხადა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ანდრეი ბლაგოდირენკომ. 
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ პავილიონი - Sputnik საქართველო
„როსია სეგოდნიას“ პროექტები IPRA Golden World Awards-ის ფინალში მოხვდა

SputnikPro - საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის საგანმანათლებლო პროექტია ჟურნალისტებისთვის, პროფესიული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, პრეს-სამსახურის თანამშრომლებისა და მედიასფეროს სხვა სპეციალისტებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს გამოცდილების გაცვლას უცხოელ კოლეგებთან, მედიაკომუნიკაციებისა და პროფესიონალური კავშირების განვითარებას. პროექტის მოდულების წამყვანები არიან როგორც Sputnik-ის დანაყოფების ხელმძღვანელები, ისე სხვა ცნობილი რუსი ჟურნალისტები და ექსპერტები. 2018 წლის მარტიდან SputnikPro-ს მასტერკლასები და სემინარები მსოფლიოს 22 ქვეყანაში ჩატარდა: სომხეთიდან ინდოეთამდე, საბერძნეთიდან ჩინეთამდე. საერთო ჯამში მათში 80 ქვეყნიდან 3 ათასზე მეტმა მსმენელმა მიიღო მონაწილეობა. თვალი ადევნეთ პროექტის სიახლეებს ჩვენს Facebook-გვერდზე.
IPRA Golden World Awards for Excellence in PR 2020–ის ლაურეატები სხვა ნომინაციებში გახდნენ

 მსოფლიოს ველური ბუნების ფონდი (WWF), Viber, Coca-Cola, „ლუკოილი“, Pan American Energy, Samsung Electronics Russia, Istanbul Metropolitan Municipality  და სხვა კომპანიები და ორგანიაზაციები.

პრემია  IPRA Golden World Awards (GWA) გადასცემს ერთ-ერთი უძველესი საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო ასოციაცია International Public Relations Association (IPRA). ასოციაცია კომუნიკაციების სტანდარტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1955 წლიდან აყალიბებს და აღიარებულია გაეროს მიერ. აღნიშნულ სფეროში ყველაზე ავტორიტეტული პროფესიული გაერთიანების სტატუსით PR IPRA ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოში საუკეთესო საკომუნიკაციო პროექტებს, აფასებს მათ სირთულეს, კრეატივსა და უნიკალურობას.

ყველა ახალი ამბავი
0