საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

© Sputnik / Viktor Kaminskyსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის: გამოჯანმრთელდა 929 ადამიანი, გარდაიცვალა – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6489, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 337 პაციენტია.

თბილისი,  29 ივლისი - Sputnik. საქართველოში COVID 19-ით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია  საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. 

დღეს გარდაცვლილი პაციენტი მცხეთის კლინიკაში მკურნალობდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1155 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 929, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 17 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6489, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 337 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0