დედამიწას 200 მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდება: ცნობილია თარიღი და უფრო საშიში „თანამოძმე“

© photo: Pixabay / Buddy_Nathასტეროიდი
ასტეროიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
NASA-ს ინფორმაციით, დედამიწას აგვისტოს პირველ დღეებში პოტენციურად სახიფათო ასტეროიდი ჩაუფრენს, თუმცა მეცნიერებს უფრო მეტად მისი „თანამოძმე“ აფიქრებთ

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ასტეროიდი, რომელიც დედამიწას აგვისტოს პირველ დღეებში ჩაუფრენს, კაცობრიობას არ ემუქრება, მეცნირებს უფრო მეტად მისი „თანამოძმე“ აპოფიზი აფიქრებს, განაცხადა РИА Новости–სთან საუბრისას ფიზიკო–ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა ვიქტორ გროხოვსკიმ.

Астероиды в космосе - Sputnik საქართველო
ასტეროიდი აპოფიზი დედამიწას მაინც შეეჯახება - მეცნიერების დასკვნა

შეგახსენებთ: მანამდე NASA–ზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 5 აგვისტოს დედამიწას ასტეროიდი 2009 PQ1 მოუახლოვდება, რომლის ზომაც 84–დან 190 მეტრამდეა. ციურ სხეულსა და ჩვენს პლანეტას შორის მინიმალური დაშორება მთვარემდე მანძილზე შვიდჯერ მეტი იქნება.

გროხოვსკის თქმით, აღნიშნული ასტეროიდი დედამიწელებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და პოტენციურად სახიფათოთა რიცხვში მხოლოდ იმიტომ შედის, რომ ჩვენი პლანეტის ორბიტას კვეთს.

„ჩვენთვის უფრო სერიოზული არის დიდი ზომის აპოფიზი, რომელიც დედამიწას 2029 წელს საკმაოდ ახლოს ჩაუფრენს. ეს მართლაც სერიოზული მოვლენაა . ნოემბერში სპეციალური კონფერენციაც კი გაიმართება, რომელზეც მეცნიერები იმსჯელებენ, როგორ დასვან მასზე რამე, რათა უთვალთვალონ ასტეროიდს“, — განაცხადა სპეციალისტმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მეცნიერები აპოფიზთან დაკავშირებით არც ისე დამამშვიდებელ პროგნოზებს აკეთებდნენ და წერდნენ, რომ აპოფიზის დედამიწასთან შეჯახება გამორიცხული არ არის, თუმცა არა 2029 წელს, არამედ უფრო მოგვიანებით, კერძოდ, 2068 წელს.

ასტეროიდი აპოფიზი 2004 წელს აღმოაჩინეს არიზონის კიტ-პიკის ასტრონომიული ობსერვატორიის მეცნიერებმა. სახელი  2005 წელს მიიღო ძველეგვიპტური ღმერთის, ყველაზე უარყოფითი დემონის, აპოპის მიხედვით. მითოლოგიის მიხედვით, აპოპი არის უზარმაზარი გველი, რომელიც მიწისქვეშეთში ცხოვრობს და მზის განადგურებას ცდილობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0