Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინა სუბლატის ყოფილი შეყვარებული სრულიად შიშველი პოზირებს - სკანდალური ფოტო

© Photo: Pito Stf / FBპიტო სეთურიძე
პიტო სეთურიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტატუ არტისტი პიტო სეთურიძე სექსუალური ხასიათის სურათების გამო გააკრიტიკეს. ეს მისი მეორე სკანდალური ფოტოსესიაა. რა ფოტო გამოაქვეყნა „მასტერშეფის“ მონაწილემ?

საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი, ნინა სუბლატის ყოფილი შეყვარებული სითამამით გამოირჩევა. ახალგაზრდა მოდელმა და ტატუ არტისტმა მორიგი ეპატაჟური ნაბიჯი გადადგა, რის გამო უამრავი „ფოლოვერი“დაკარგა.

ამასთან დაკავშირებით პიტომ საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა. ტატუ არტისტის Instagram-ის „სთორიზე“ შემდეგი შინაარსის მესიჯს ვკითხულობთ: „ყოველი „ნუდის“ დადებისას 200 ფოლოვერი მაკლდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემი სეგმენტი ნაყარ-ნუყარი ხალხისგან იწმინდება, მაგრამ ის მაინც ვერ ამოვხსენი, სიშიშვლე ასე რატომ აშინებთ“.

როგორც ჩანს პიტოს გული დასწყვიტა იმ ფაქტმაც, რომ გოგოების შიშველ ფოტოებს ბევრად მეტი პოზიტიური გამოხმაურება და „ფოლოვერი“ მოსდევს. „კიდევ 100 „გამომწერი“ დამაკლდა. რა სამწუხარო სოციუმია. დარწმუნებული ვარ, გოგოს მსგავს ფოტოს +500 ექნებოდა“, - აღნიშნავს პიტო.

ბლოგერმა სახელი არაორდინალური კონტენტით გაითქვა. პიტო ხელოვნებითაა დაინტერესებული, რაც მას სრულ თავისუფლებას ანიჭებს. რეიტინგული გადაცემა „მასტერშეფის“ ყოფილი კონკურსანტი კულინარიითაც არის გატაცებული, ამიტომ მისი სამეგობრო წრე პიტოს გასტრონომიური ნიჭის გარშემო ხშირად იყრის თავს.

View this post on Instagram

🔥🔥🔥 . Trousers made by : stfvelvet

A post shared by Stfvelvet (@pitoseturi) on

სეთურიძის გვერდზე ცნობილი ქართველი სახეები და სოციალურ სივრცეში პოპულარული ბლოგერები გაერთიანდნენ. მათ შორის არის მოღერალი ლიზა ყენია, მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე, ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე, მოდის ბლოგერი ლიკუნა ხაჭაპურიძე და სხვა, რომლებიც პიტოს ფოტოთი აღფრთოვანებულები არიან.

View this post on Instagram

📸 @irakli_mereli #nclgallery

A post shared by Stfvelvet (@pitoseturi) on

პიტო მომღერალ ნინა სუბლატის ყოფილი პარტნიორია. წყვილი წლების წინ დაშორდა, თუმცა როგორც ჩანს, პიტომ ნინას ცხოვრებაზე გარკვეული გავლენა იქონია. ეს ტატუების ერთობლივი სიყვარულით გამოიხატება. წყვილი პირველად ერთად „საქართველოს ვარსკვლავში“ გამოჩნდა, როდესაც ნინა კონკურსში მონაწილეობდა.

View this post on Instagram

#mykonos #town #weddingday #streetstyle wearing: salome , vaska @salomegviniashvili_official_ @va_s_ka

A post shared by Stfvelvet (@pitoseturi) on

პიტო იმ პერიოდში, სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ის ქართულ Instagram-სივრცეში ძალიან განსხვავებული პიროვნებაა, ორიგინალური იმიჯით. არატიპიური ქართველი ბიჭია, რომელიც ძალიან ბევრის გაღიზიანებას იწვევს და ვირტუალური სივრცის სხვადასხვა ქსელში მის მიმართ ნეგატიური განწყობა არ წყდება.

ყველა ახალი ამბავი
0