მთვარის კალენდარი: 29 ივლისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

29 ივლისი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

ამ დღის ენერგეტიკა ადამიანებზე უარყოფითად მოქმედებს. ესაა პროვოკაციების დღე, როდესაც უნდა ვერიდოთ მოტყუებასა და ცდუნებებს, ილუზიებს, საჭიროა მოკრძალებით ყოფნა. სჯობს, ახალი საქმეები არ დაიწყოთ.

როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

მშვილდოსანს ჩვენი აზრობრივ პროცესებს მიწიერი ლოგიკისგან რამდენადმე აშორებს და აბსტრაქტულ აზროვნებაში გადავყავართ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ესპერიოდი იდეალურია სამართლებრივ და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისთვის.

ასეთ დღეებში კარგად ვითარდება ერთობლივი რომანტიკული მოგზაურობა, ან, უბრალოდ, ერთად რამე ღონისძიებაზე დასწრება. ამ დღეს დაწყებული რომანი იქნება მგზნებარეცა და რომანტიკულიც. მაგრამ არის ერთი მომენტი – ორ ადამიანს შორის სწრაფად გაჩენილი „ცეცხლი“ ასევე სწრაფად შეიძლება მინავლდეს. ეს უფრო იქნება მოკლევადიანი, მაგრამ ინტენსიური და კაშკაშა ურთიერთობები. თუ თქვენი მიზანი ეს არ არის და უფრო ღრმა კავშირს ეძებთ, მაშინ ეს უნდა გაითვალისწინოთ.

როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

რეკომენდებულია ოჯახური ბიზნესის წარმოება, ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, მოლაპარაკებების წარმოება, ადრე დაწყებული საქმეების გაგრძელება, მუშაობა როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდში, მოგზაურობის დაწყება ან მივლინებაში წასვლა,

არარეკომენდებულია მიწასთან ან მშენებლობასთან დაკავშირებული საქმეების მოგვარება, ახალი საქმის დაწყება.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის არაერთმნიშვნელოვანი დღეა. თუ გსურთ, რომ თმა სწრაფად გაიზარდოს, მაშინ შეგიძლიათ სალონს ეწვიოთ. ასევე მაინცდამაინც არასასურველია თმის შეღებვა, რადგან, დიდი ალბათობით, ფერი მალე გახუნდება.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

მებაღეობა: ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ბაღში, მაგრამ სჯობს, უარი თქვათ გასხვლაზე. შეიძლება იმ ხილისა, ბოსტნეულის დარგვა–დათესვა, რომლებიც მაღალი იზრდება, ხეების, რომლებიც სწრაფად უნდა გაიზარდოს, მავნებლებთან ბრძოლა. არასასურველია ნიადაგის გაფხვიერება.

ყველა ახალი ამბავი
0